ქარელის რაიონ სოფელ ტარტეჯირში ქოქაშვილების ბაღში RGD-5 ტიპის ხელყუმბარა აფეთქდა.
ინციდენტის მაშინ მოხდა, როდესაც 21 წლის ვახტანგ ქოქაშვილი დედასთან და მცირეწლოვან შვილებთან ერთად ბაღში იმყოფებოდა.
ვახტანგ ქოქაშვილმა მცირე ხმაური გაიგო და აფეთქებამდე მიწაზე დაწოლა მოასწრო. დაზარალებულს სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, მისი საავადმყოფოში გადაყვანა საჭირო არ გამხდარა.
ადგილობრივი მოსახლეობის განცხადებით, ყუმბარა ქოქაშვილების ბაღში ახალი დამონტაჟებული უნდა იყოს, რადგან აგვისტოს ომის შემდეგ აღნიშნული ტერიტორია გამნაღმელებმა შეამოწმეს.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სოფელი ოკუპირებულ ტერიტორიას ესაზღვრება. ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.