რესპოდენტის შესახებ
„ნამდვილად დიდი საქმე გაუკეთეს ქართველ ხალხს ლევან ბერძენიშვილმა, ბაჩანა ბრეგვაძემ და სხვებმა,როცა ძველ ბერძნულიდან უზარმაზარი შრომები თარგმნეს. ერთი წუთით რომ დაფიქრდე და ეს ნაწარმოებები აბსტრაქციაში, ყოველდღიურ ცხოვრებაში გადმოიტანო, რა ზუსტად მოერგება, რადგან დღევანდელ ჩვენს ყოფაში ტრაგედია და კომედია, თავიანთი იმანენტური (შინაგანი) ბუნებით ერთმანეთს მოიცავენ. ხშირად გაგვიგი: „სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოსო,“ - ასე გამოეხმაურა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, „თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის“ რექტორი, საგარეჯოს მაჟორიტარობის კანდიდატი სოლომონ პავლიაშვილი „გაზპრომის“ გარშემო ატეხილ სკანდალს. მეტი კონკრეტიკისთვის, „ჯი-ეიჩ-ენი“ სოლომონ პავლიაშვილის დაუკავშირდა, რომლის თქმითაც, „გაზპრომზე“ გაკეთებული განმარტებები იმდენად ბუნდოვანია, რომ ვერც საზოგადოებას გაუგია, ვერც - მთავრობას და ვერც - ოპოზიციას, სინამდვილეში რა ხდება.
- ბატონო სოლომონ, თქვენ იცით, რა ხდება?
- გარკვეულ ციფრებს მოგაწვდით, რაც საზოგადოებას ნათლად დაანახებს, თუ რა ხდება რეგიონში ენერგეტიკასთან დაკავშირებით. ისე, კარგი იქნება, თუკი ყველაფერ ამას პოლიტიკოსები და მთავრობის წარმომადგენლებიც გაეცნობიან და იქნებ, ამის შემდეგც მაინც შეექმნათ რეალური წარმოდგენა არა მარტო ენერგეტიკაზე, არამედ, საქართველოს, როგორც სატრანსპორტო დერეფნის გეოპოლიტიკური უპირატესობების გამოყენებასა და რეალიზაციაზე.
დღევანდელი მონაცემებით, საქართველო, წელიწადში, დაახლოებით 1,8-2.5 მილიარდ კუბ.მ. ბუნებრივ აირს მოიხმარს, რომლის უდიდესი ნაწილიც აზერბაიჯანიდან სხვადასხვა კონტრაქტითშემოდის. დაახლოებით, 275 მლნ კუბ.მ. შემოდის „შაჰ დენიზიდან“, აქედან ნაწილი - 55-დოლარიანია (1000 კუბ. მ-ზე), ნაწილი კი, - 64-დოლარიანი. გარდა ამისა, აზერბაიჯანიდან, 900 მლნ კუბ.მ. შემოდის ორი სხვადასხვა კონტრაქტით: 500 მლნ კუბ.მ. ე.წ.სოციალური გაზი (189 დოლარად) და 400 მლნ კუბ.მ. - კომერციული ფასით (240დოლარად). რუსული გაზის წილი უმნიშვნელოა - ენერგოკომპანია „გაზპრომი“ მხოლოდ1,5 მლნ კუბ.მ. გაზის მომწოდებელია და ისიც რუსეთ-სომხეთის ტრანზიტისანაზღაურების ფასად მიღებული ბუნებრივი აირია, ანუ გატარებული გაზის 10% (150 მლნ კუბ.მ.) 110 დოლარად გვაძლევს.
სამხრეთ-კავკასიური გაზსადენის (SCP) დანიშნულება გაზის თურქეთში, თურქეთიდან კი ევროპის ბაზრებზე ტრანზიტია. SCP-ის სიგრძე აზერბაიჯანსა და საქართველოს მონაკვეთზე 691 კმ-ია, უშუალოდ საქართველოს მონაკვეთზე კი - 249 კმ. საზღვარზე გაზსადენი თურქეთის მხარის მიერ აშენებულ განშტოებას უერთდება, რომელიც SCP-ს ერზრუმთან ადგილობრივი გაზმომარაგების სისტემასთან აკავშირებს. SCP-ის მშენებლობა 2006 წელს დასრულდა. მილსადენით საქართველომ გაზი 2007 წლის დასაწყისში მიიღო. პროექტის ღირებულებამ 1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.
- ეს მილსადენი ვისი საკუთრებაა?
- კონსორციუმის, რომელშიც BP, Statoil, SOCAR, LukOil, NICO, Total დაTPAO მონაწილეობენ. BP-ი პროექტის ტექნიკური, Statoil-ი კი კომერციული ოპერატორია. განვითარების დამატებითი ეტაპების დასრულებისა და სრული წარმადობით ამუშავების შემდეგ, გაზსადენი წელიწადში 21-24 მლრდ კუბ. მ-მდე გაზს გაატარებს.
- ამ გაზსადენს ამჟამად რა წარმადობა აქვს?
- 8 მლრდ კუბ.მ, თუმცა, მაგალითად, 2013 წელს, მხოლოდ 4.5 მლრდკუბ.მ გაზი გაატარა, 2014 წელს - 6.0 მლრდ. აშკარაა, რომ არსებობს რეზერვი, რომელიც რეალიზებული ტენდერში გამარჯვებული თურქული კომპანიის რეკონსტრუქციის შემდეგ იქნება.
გაზსადენის პროექტის ხელშეკრულებების თანახმად, საქართველო მხოლოდ სატრანზიტო კი არა, ბუნებრივი გაზის მომხმარებელი ქვეყანაცაა. საქართველოს აქვს ოფცია, რომ აზერბაიჯანიდან თურქეთში ტრანსპორტირებული გაზის 5%-მდე მოცულობა შეღავათიან ფასად შეისყიდოს. გარდა ამისა, პროექტის ფუნქციონირების დაწყებიდან 20 წლის განმავლობაში, საქართველო პროექტის ინვესტორებისგან ბუნებრივი გაზის დამატებით მოცულობას - წელიწადში ნახევარ მილიარდ კუბურმეტრ გაზს სპეციალურ ფასში შეისყიდის.
- აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულების გარდა, საქართველოზე სხვა სატრანზიტო მილსადენებიც გადის?
- დიახ, ჩრდილოეთ-სამხრეთის მიმართულებით. ეს, ანუ ჩრდილოეთ-სამხრეთის გაზსადენი, რომელიც 18 მლრდ კუბ. მ წარმადობისაა, რუსეთ-საქართველო-სომხეთის მარშრუტით გაზს საბჭოთა პერიოდიდან, კერძოდ, 1978წლიდან ატარებს. გაზს აღნიშნული ინფრასტრუქტურა (ძირითადი 1200 მმ და სათადარიგო - 700 მმ-იანი მილები) აძლიერებს რუსეთის როლსა და ინტერესს სამხრეთ კავკასიის რეგიონის ენერგოპროექტების მიმართ და, ასევე, მოიცავს ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის შემდგომი განვითარების პერსპექტივას. გაზსადენით, რომელიც საქართველო-რუსეთისსაზღვრიდან იწყება და საქართველო-სომხეთის საზღვრამდე გრძელდება (221 კმ), შესაძლებელია ბუნებრივი აირის მიწოდება საქართველოსა და სომხეთისთვის. „საქართველოს ათასწლეულის ფონდის“ (MCG) პროექტის ფარგლებში, გაზსადენს ძირეული რეაბილიტაცია 2006-2009 წლებში ჩაუტარდა.
სხვათა შორის, 2009-2010 წლებში, მიღწეულ იქნა შეთანხმება აზერბაიჯანი-საქართველო-რუმინეთის ინტერკონექტორის (АGRI-Azerbaijan-Georgia-Romania Interconnector) პროექტის რეალიზაციაზე. პროექტი საქართველოსა და შავი ზღვის გავლით (გათხევადებული ფორმით) რუმინეთში და შემდგომ, ევროპის ბაზარზე გაზის ტრანსპორტირებას ითვალისწინებს. სამივე ქვეყნის შესაბამისმა კომპანიებმა - SOCAR (აზერბაიჯანი), GOGC (საქართველო) და Romgaz (რუმინეთი) ხელი მოაწერეს აზერბაიჯანი-საქართველო-რუმინეთის ინტერკონექტორის პროექტის განმახორციელებელი ერთობლივი კომპანიის - SC AGRI LNG Project Company S.R.L. სადამფუძნებლო ხელშეკრულებას და ურთიერთგაგების მემორანდუმს. 2011 წლის 14 სექტემბერს, ბაქოში, საქართველოს, აზერბაიჯანის და რუმინეთის პრეზიდენტებმა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ხელი მოაწერეს პროექტის მხარდამჭერ დეკლარაციას. 2012 წელს, SC AGRI LNG Project Company S.R.L.-ს შეუერთდა უნგრული კომპანია MVM. ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთებისთვის დაიქირავეს ინგლისური საკონსულტაციოკომპანია Penspen Ltd. 2015 წლის იანვარში, AGRI LNG Project Company S.R.L.-ისდირექტორთა საბჭომ მიიღო Penspen Ltd.-ის მიერ AGRI-ს პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება. АGRI ევროკავშირის ენერგოდივერსიფიკაციისა და გაზისმიმწოდებელთა ალტერნატიული მარშრუტების შემუშავების პოლიტიკას პასუხობს. პროექტი „გაზის სამხრეთ დერეფნის“ შემადგენელი ნაწილია და საერთაშორისო მხარდაჭერით სარგებლობს.
ყველა ზემოაღნიშნულ გაზსადენზე მილის გადაბმა 10-30 კმ. ინტერვალით ხდება.
- ეს რისთვისაა საჭირო?
- ავარიის ან შეკეთებისას, მილსადენის სარქველები მონაკვეთებს გათიშავს. სატუმბი სადგურები (NPS) მილსადენებზე 70-150 კმ. ინტერვალითაა განლაგებული. შუალედური სატუმბი სადგურები Booster ტუმბოებით არის აღჭურვილი. ანალოგიური მოწყობილობაა საჭირო სატუმბ სადგურებს შორის, რაც ძვირია. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ირან-სომხეთ-საქართველოს გაზსადენის მშენებლობა შეიძლება, 300-320 მლნ დაჯდეს.
სხვათა შორის, ანტირუსული სანქციებით რუსეთზე მიბმული სომხეთი ზარალდება, რომელიც გაზს, საქართველოს გავლით, რუსეთსა და პირდაპირ ირანიდან იღებს. სომხეთის გაზმომარაგების სისტემა (GTS) და აბოვიანის გაზსაცავი (UGS) 1960-იან წლებში, სსრკ-ს დროს შეიქმნა. ახლა ამ ქვეყნის 95% გაზიფიცირებულია. სამივე ქვეყანა გაზს ირანიდან, აზერბაიჯანის გავლით, იღებდა - სსრკ-ირანს შორის გაფორმებული იყო SWAP კონტრაქტი. 1979 წელს კი, სომხეთის მომარაგება რუსეთმა დაიწყო. სომხეთის მთავარი კომპანია ArmRusgasprom, რომლის 100%-იც რუსეთს ეკუთვნის, 1997 წელს დაარსდა. გაზის სადისტრიბუციო ქსელის გაფართოება საცხოვრებელ და კომერციული სექტორებში1999 წელს დაიწყო. ამას მოჰყვა 629 000 მომხმარებლის მოთხოვნის სწრაფი ზრდა. თავრიზი-მეგრის გაზსადენის მშენებლობის დასრულების შემდეგ, ანუ 2007 წელს,სომხეთმა თავისი წილი რუსულ „გაზპრომს“ მიჰყიდა, რომელიც ამჟამად მხოლოდ 35%-თაა დატვირთული. სომხეთი, შეზღუდული რაოდენობით, ირანიდან მიღებული გაზით გენერირებულ ელექტროენერგიას ისევ ირანს აწვდის. 2013 წელს, სომხეთმა კიდევ ერთხელ უარყო ირანის იაფი გაზის შეთავაზება და ახალი გაზსადენის აგება. რუსეთთან ახალი შეთანმხმებით (გიუმრის ბაზასთან დაკავშირებით) „გაზპრომის“ მონოპოლია სომხეთის ბაზარზე 30 წლის განმავლობაში გარანტირებულია. კიდევ ერთი შეთავაზება ირანთან 2015 წლის იანვარში მოხდა. მაშინ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოჰამად ჯავად ზარიფიმ განაცხადა, რომ ირანი მზადაა, დააფინანსოს უფრო დიდი გაზსადენი. სომხეთის სატრანსპორტო ხაზები (გაზის მაგისტრალური მილსადენები) გათვლილია 55 ატმ წნევაზე. წნევის რეგულირება საკომპრესორო სადგურ „მოზდოკიდან“ ხდება (რუსეთი), რომელიც საქართველოსა და სომხეთში მოხმარებული გაზის მოცულობის შემცირების გამო, ექსპლუატაციაში მხოლოდ სეზონურად შედის. შემდეგი საკომპრესორო სადგურები - „ჩმი“ (რუსეთი) და „ქვეშეთი“ (საქართველო), მრავალი წელია, იმის გამო არ მუშაობენ, რომ სომხეთის გაზის სატრანსპორტო სისტემის წნევა 15-25 ატმოსფეროთი შემოიფარგლება. საქართველოში პირველი მაღალი წნევის გაზსადენი - კარადაგი (აზერბ.)-თბილისი,1959 წელს აიგო. მანამდე მდესაქართველო გაზს SWAP-ით ირანიდან იღებდა. საერთოდ, საქართველოს მთავარი გაზსადენებია: კარადაგ-თბილისი, ვლადიკავკაზ-თბილისი, საგურამო-ქუთაისი, რუსთავ-თელავი-ჟინვალი, გორი-ხაშური-ბაკურიანი, ხიდი-წალკა-ალასტანი, ყაზახ-საგურამო, ქუთაისი-სოხუმი...
2010 წლისთვის, GOGC გაზსადენების საერთო სიგრძე 1850 კმ იყო; აქედან 1450 კმ ძირითადი მილსადენებია, 380 კმ - განშტოებები, 10 კმ კი - დამაკავშირებელი. ამ გაზსადენის მთელი გეომეტრიული მოცულობა 550 ათას კუბ.მ-ს შეადგენს...
“ჯი-ეიჩ-ენი“, ესაუბრა ლაშა ნოდია