ხვალ, 19 მაისს, თბილისის სააპელაციო საამართლოში გაგრძელდება გაზეთ "რეზონანსისა~ და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საჩივრის განხილვა, ენგურჰესთან დაკავშირებით გაფორმებული მემორანდუმის საიდუმლოობის თაობაზე. 19 მაისს ჩანიშნულ სხდომაზე მტკიცებულებების გამოკვლევაა დააგეგმილი, მათ შორის ერთ-ერთი მტკიცებულება ენგურჰესის მართვასთან დაკავშირებული მემორანდუმია. შესაბამისად, სხდომა დახურულ რეჟიმში ჩატარდება.
5 მაისის სხდომაზე სასამართლომ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და რუსულ კომპანია "ინტერ რაოს~ შორის, ენგურჰესის ეფექტურ მართვასთან დაკავშირებულ ურთიერთგაგების მემორანდუმზე კომერციული საიდუმლოს მინიჭების თაობაზე, ენერგეტიკის სამინისტროს ბრძანების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით მოპასუხე მხარის არგუმენტები იქნა მოსმენილი.
ენერგეტიკის სამინისტროს განმარტებით, კომერციული საიდუმლოდ აღნიშნული დოკუმნეტის ცნობა კომპანია "ინტერ რაოს~ მოთხოვნით ხდება. ამასთან, სამინისტრო და მთავრობა არ იზიარებს მოწინააღმდეგე მხარის პოზიციას იმის თაობაზე, რომ მემორანდუმი, რომლის ერთ მხარეს სახელმწიფო წარმოადგენს, არ შეიძლება სრულად საიდუმლო იყოს.
მომჩივანი მხარის მტკიცებით კი, დოკუმენტი შესაძლოა, იყოს ნაწილობრივ საიდუმლო იმ ნაწილში, სადაც საუბარი კომპანიის კომერციულ ინტერესებს შეეხება, თუმცა საჯაროობის პრინციპი აუცილებლად დაცული უნდა იყოს იმ ნაწილში, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს მიერ აღებულ ვალდებულებებს, "ინტერ რაოს~ ვალდებულებებს და მსგავს საკითხებს ეხება. შესაბამისად, მათი განცხადებით, მემორანდუმი ნაწილობრივ მაინც ღია უნდა იყოს.
"რეზონანსის~ მთავარი რედაქტორის, ლაშა ტუღუშის განცხადებით, მემორანდუმის თემა საზოგადოებრივი ინტერესების შემცველია, ვინადან საქმე ეხება როგორც ეკონომიკური და ენერგეტიკული თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, ასევე პოლიტიკუარდ მნიშვნელოვან საკითხს.
"ამ საკითხს აქვს დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა, რადგან ენგურჰესის ერთი ნაწილი იმ ტერიტორიაზე მდებარეობს, რომელსაც სამწუხაროდ, დღეს საქართველო ვერ აკონტროლებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის დეტალი, რომე მემორანდუმი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაფორმდა~, - განაცხადა ტუღუშმა სასამართლო პროცესზე.
მოსამართლემ სხდომაზე ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენელს შესთავაზა, რომ საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, იქნებ მეორე მხარესთან ერთად, ენერგეტიკის სამინისტროს გადაეხედა თავის გადაწყვეტილებისთვის და მემორანდუმის ის ნაწილი, რომელიც კომერციული ინფორმაციის შეცველი არ არის, საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გაეხადა. მოსამართლის თქმით, შესაძლოა, მხარეები ამ გზით მორიგდნენ.
სააპელაციო სასამართლოში 5 მაისს საქალაქო სასამართლოს მიერ 2009 წლის ნოემბერში მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გაზეთ "რეზონასისა~ და "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის~ საჩივარს განიხილავდნენ. აღნიშნული გადაწყვეტილებით საქალაქო სასამართლომ მათი მოთხოვნა მემორანდუმისთვის საიდუმლოს მინიჭების ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე არ დააკმაყოფილა.
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და კომპანია ~ინტერ რაოს~ შორის ენრგუჰესის მართვასთან დაკავშირებით მემორანდუმი 2008 წლის 30 დეკემებერს გაფორმდა.