ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გასაღების გამო ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ზაურ ფოცხვერაშვილი და რევაზ გოგოლაძე დააკავა.
ფოცხვერაშვილი და გოგოლაძე დააკავა, რომლებიც რუსთავის მცხოვრებლები არიან, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონელზე გამოწერილი ყალბი დოკუმენტების დამზადება-გასაღების ფაქტზე იქნენ დაკავებული.
ისინი სისტემატიურად ამზადებდნენ და მსხვილი ორგანიზაციების წარმომადგენლებზე ასაღებდნენ ყალბ სასაქონლო ზედნადებებს, რაც აღნიშნულ მეწარმეებს ხარჯების ხელოვნურად გაზრდის და უსაქონლო ოპერაციების დაფიქსირებით, ბიუჯეტისაგან დიდი თანხების დამალვის საშუალებას აძლევდა. სანაცვლოდ ფოცხვერაშვილი და გოგოლაძე მათგან ხელზე უსაქონლო ოპერაციით დაფიქსირებული თანხის 3-დან 6 პროცენტამდე ფულად გასამრჯელოს იღებდნენ.
ფოცხვერაშვილის ბინის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა დაურეგისტრირებელი 2 სალარო აპარატი, 12 ცრუ საწარმოს ბეჭედი და ამ ბეჭდებით დამოწმებული 500 ცალი ყალბი საასაქონლო ზედნადებები ამოიღეს, სადაც 55 ორგანიზაციაზე 5 მლნ-მდე ლარის ღირებულების უსაქონლო ოპერაციაა დაფიქსირებული.
წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლთ მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.