საჯარო სამართლის იურიდიული პირების (სსიპ) მიერ 2009 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშებში მხოლოდ 27 სსიპ-ის ანგარიშია ასახული.
როგორც კონტროლის პალატის დასკვნაშია ნათქვამი, რა პრინციპით იქნა შერჩეული 2100-ზე მეტი საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან მხოლოდ 27, ვერ დგინდება.
ფინანსთა სამინისტროს მიერ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტსა და კონტროლის პალატისთვის წარდგენილი ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული 27 სსიპ-ს მართვაში არსებული სოლიდური მოცულობის ფინანსებიდან 66 პროცენტი სახელმწიფო დაფინანსებას წარმოადგენს, 15 პროცენტი - გაწეული მომსახურების შედეგად მიღებულ სახსრებს, ხოლო 19 პროცენტი - მიღებულ გრანტებს.
როგორც კონტროლის პალატა აღნიშნავს, დიდი ოდენობის საჯარო ფინანსები განსხვავებულად იმართება.
ამასთან, კონტროლის პალატის ინფორმაციით, სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულების მიერ სსიპ-ების დაფუძნებამ ზრდადი და საბიუჯეტო თვალსაზრისით, გარკვეულწილად არასასურველი ტენდენციის სახე მიიღო. რეალურად სახელმწიფოს ან თვითმმართველობის მიერ გაწეული მომსახურებით მიღებული შემოსავლები არა საბიუჯეტო ანგარიშზე, არამედ სხვადასხვა კომერციულ ბანკებში გახსნილ საბანკო ანგარიშებზე აღირიცხება. ეს კი, სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვა-შესრულებაზე უარყოფით გავლენას ახდენს.
ამასთან, როგორც კონტროლის პალატაში აღნიშნავენ, რომ იურიდიული პირის მთელი რიგი, რომელთა
"მთელი რიგი იურიდიული პირის, რომელთა შემოსავლის ერთადერთ წყაროს გაწეული მომსახურების შედეგად მიღებული შემოსავლები წარმოადგენს. ეს ნიშნავს, რომ როგორც წესი, სახელმწიფო, მის მიერ კონტროლირებადი სუბიექტის მეშვეობით პროდუქციისა და მომსახურების ბაზარზე ეკონომიკურ აგენტად გვევლინება, რაც რიგ შემთხვევებში არასამართლიანია", - აღნიშნულია კონტროლის პალატის დასკვნაში.
ამასთან, სსიპ-ების მეშვეობით ხორციელდება უცხოეთიდან მიღებული
დაფინანსების წყაროებით და გრანტებით განსახორციელებელი საინვესტიციო პროექტების მართვა. საანგარიშო პერიოდში სახაზინო სამსახურის მომსახურებაზე მყოფი პროექტების კრედიტებისა და გრანტების მოცულობამ 230 678.3 ათასი ლარი შეადგინა, რაც მთლიანი მოცულობის მხოლოდ 40.5 პროცენტია.
ამასთან, დასკვნის შესაბამისად, დონორების მიერ გამოყოფილი დაფინანსებისა და გაწეული საკასო ხარჯების შესახებ სახაზინო სამსახურში ინფორმაცია, პროექტების განმახორციელებელ სსიპ-ებს წარდგენილი აქვთ მხოლოდ დეკემბერში. ანგარიშების წარდგენა კი, მხოლოდ ფინანსთა სამინისტროსათვის და სხვა სამინისტროებისთვის განხორციელებული პროექტების ფინანსური ანგარიშების შესახებ პოსტფაქტუმ ხდება. ამას სისტემატური და ტენდენციის ხასიათი აქვს.
გარდა ამისა, დასკვნაში აღნიშნულია, რომ 2009 წლის ბიუჯეტის პროექტის თავდაპირველი ვარიანტით ფინანსთა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტად სსიპ-ების რიცხოვნობის დადგენა იყო დასახელებული, ბიუჯეტის პროექტის შემდგომ ვარიანტებში და ბოლოს მიღებულ კანონში სახელმწიფოს პრიორიტეტთა შორის ეს საკითხი აღარ არის, რაც სისტემური თვალსაზრისით გაუმართლებელია.