სოფელ კარალეთში ტაქსის მძღოლის, ვაჟა ბალიაშვილის ცხედარი იპოვეს.
მას ჭრილობები ყელისა და გულის არეში აქვს მიყენებული.
დაღუპულის ახლობლების ვერსიით, ბალიაშვილის რამდენიმე უცობმა დაიქაირავა, მათ ტაქსი სოფელ კარალეთში წაიყვანეს და მანქანის გატაცება სცადეს. თავდამსხმელებმა ბალიაშვილის მობილური ტელეფონი და საფულე წაიღეს, ავტომანქანის წაყვანა კი, ვერ მოახერხეს.
სამართალდამცავები მკვლელობის რამდენიმე ვერსიას განიხილავენ, რომლებიც გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ სახელდება.