საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ერთი დოლარის ოფიციალური ფასი 2.4719 ლარი გახდება. სებ-ის მიერ დადგენილი კურსი, რომელიც დღემდე მოქმედებდა, 2.4971 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ლარი მცირედით გამყარდა.
სებ-ის ინფორმაციით, გამყარდა ლარი ევროსთან მიმართებაშიც. კერძოდ, დღეიდან ერთი ევროს შეძენა 2.6991 ლარად იქნება შესაძლებელი, მაშინ, როცა გუშინ დაწესებული კურსი 2.7206 ლარს შეადგენდა.