ENG / RUS       12+

ხათუნა ლაგაზიძე: რუსეთისთვის ყველზე იოლია არჩევნების გზით მიაღწიოს საწადელს

რესპოდენტის შესახებ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც პანკისის ხეობის ..ისლამური სახელმწიფოსმებრძოლების თავშესაფრად წარმოჩინებას შეეხებოდაექსპერტები სერიოზულ მესიჯად“ აფასებენ იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყნის „მესამე პირის“ პოზიცია ფაქტობრივად კრემლის და პირადად ვლადიმერ პუტინის პოზიციას ნიშნავს. აღსანიშნავია, რომ 2002  წელში, როდესაც  რუსეთის მხრიდან ასეთი ტიპის განცხადება გაკეთდა, ისინი შემდგომ ქმედებაზე გადავიდნენ.

რეალურად  რამდენად საფრთხის შემცველია სერგეი ლავროვის განცხადება, რა რეაგირება უნდა მოახდინოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ხელისუფლებამ უნდა მოითხოვოს თუ არა,  ამ  ბრალდების შესაბამისი დამადასტურებელი ფაქტების წარმოდგენა, თუ რა ინფორმაციაზე დაყრდნობით მოხდა მისი  გაჟღერება, „ჯი-ეიჩ-ენი” ექსპერტს უსაფრთხოების საკითხებში, ხათუნა ლაგაზიძეს ესაუბრა:

 

-საქართველოს ხელისუფლებამ სერგეი ლავროვის განცხადების საპასუხოდ ზეპირსიტყვიერად კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ პანკისში სრული სიმშვიდეა და ვითარება სრულად ექვემდებარება ხელისუფლების კონტროლს. ფიქრობთ, რომ რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მესიჯი, ამ ქვეყნის მხრიდან გარკვეული პროცესის დაწყებაზე მიანიშნებს და რა მისია ეკისრება ქვეყნის ხელისუფლებას მოსალოდნელი საფრთხის პრევენციისთვის?

-ბუნებრივია, ეს ის განცხადებაა, რასაც  ყურადღება ბევრი მიზეზის გამო უნდა მიექცეს. რუსეთი როგორც წესი, როცა აქვს ინტერესი ამა თუ იმ ქვეყნის მიმართ, მისი საკუთარი გავლენის ქვეშ დაბრუნების თვალსაზრისით,  ყველაზე ხშირად მიმართავს ხოლმე თავის ხელწერას. ეს არის ან ტერორიზმში დადანაშაულება, ან საკუთარი მოქალქეების, ან ეთნიკურად რუსი მოქალაქეების შევიწროვების ბრალდება, რათა შემდეგ ამ საბაბით დაიწყოს ამა თუ იმ ფორმის სამხედრო ოპერაცია. ჩვენ გვახსოვს ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის , სულ ახალახანს კი, უკრაინისა და სირიის მაგალითები. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს არის ერთერთი იმ განცხადებათაგანი, რომელიც მაქსიმალურ ყურადღებას მოითხოვს საქართველოს ხელისუფლებისგან. პირველი, რაც ხელისუფლებამ  უნდა გააკეთოს, მაქსიმალურ კოორდინაციაში უნდა იყოს ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, რადგან ეს არ არის საფრთხე მხოლოდ საქართველოს წინააღმდეგ.  თუ რუსეთმა ამჯერად უკვე სამხრეთ კავკასიაში გადმოინაცვლა თავისი სამხედრო ძალის დემონსტრირების თვალსაზრისით, ეს იქნება ყველაზე სერიოზული გამოწვევა მსოფლიოსთვის, რადგან იგივე დასავლეთს მოუწევს საკუთარი ძალების გადანაწილება უკვე სხვა მიმართულებით, ამჯერად უკვე საქართველოს ფლანგზე.

-რამდენად რეალურად გეჩვენებათ ეს საფრთხე, მსოფლიოში და თავად რუსეთში არსებული ვითარების, ან რამდენად რეალური შეიძლება იყოს აღნიშნული ბრალდება საქართველოს საგარეო და საშინაო  გამოწვევების გათვალისწინებით?

-როდესაც სახელმწიფო სახელმწიფოს ამ ტიპის ბრალდებას უყენებს, ჯერ საკუთარ თავში უნდა ჩაიხედოს.  რუსეთმა ჯერ საკუთარი ბანაკები დაითვალოს ჩრდილოეთ კავკასიაში, სადაც ინტენსიურად ხდება სწორედ  „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების მომზადება. საყოველთაოდ აღიარებული ფაქტია, რომ  „ისლამური სახელმწიფოს“ ადამიანური რესურსის ძალიან დიდი ნაწილი სწორედ რუსეთიდან, კერძოდ,  ჩრდილო კავკასიიდან გაედინება. მას ურჩევნია, ჯერ თავის პრობლემას მიხედოს და ხელი სხვისკენ შემდეგ გაიშვიროს. მეორე, როდესაც ის სირიაში შევიდა, ერთერთ არგუმენტად სწორედ ეს მოიყვანა, რომ მას აქვს ისლამური ფუნდამენტალიზმისა და ტერორიზმის გავრცელების საფრთხე მოსაზღვრე ტერიტორიებზე და იგულისხმა  ჩრდილო კავკასია. სულ რამდენიმე თვის წინ იქ შეიქმნა სპეციალური დანაყოფი „ისლამური ხალიფატის“ სახით, თითქოს სურდა, ამ საერთო მსოფლიო გამოწვევის ლოკალიზება მოეხდინა იქ, სადაც ახლა მისი ძირითადი კერა არსებობს.  ჩვენკენ ხელის გამოშვერა, იმის გარდა, რომ უსაფუძვლოა, არის სწორედ იმის დასტური, რომ რუსეთი გარკვეული პროვოკაციისთვის ემზადება. მითუმეტეს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მოახლოებული გვაქვს საპარლამენტო არჩევნები და რუსეთისთვის ყველზე იოლია სწორედ საპარლამენტო არჩევნების გზით მიაღწიოს საწადელს, ანუ რაც შეიძლება მეტი პრორუსული ძალა მოახვედროს საქართველოს პარლამენტში. რასაც ვაკვირდები, ბოლო პერიოდში, ამ მიზნით ძალიან აქტიურად ეწევა  „მათრახისა და თავფლაკვერის“ პოლიტიკას, ანუ ერთი მხრივ, იძლევა გარკვეული ტიპის დაპირებებს და მეორე მხრივ, მუდმივი დაშინების რეჟიმში გვამყოფებს.

-თუ ჩავთვლით, რომ ეს მხოლოდ საგარეო საქმეთა მინისტრის პირადი განცხადება არ არის და მან კრემლის პოზიცია დააფიქსირა, მან ასევე ახსენა „გაზპრომსა“ და ქართულ მხარეს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები, რომელიც  დადებით და პრაგმატულ პროცესად შეაფასა. ხომ არ არის საფიქრებელი, რომ  სხვადასხვა კონტექსტებით საქართველოთი დაინტერესება,  უნდა განვიხილოთ როგორც ზეწოლის ერთერთი მექანიზმი, უშუალოდ აღნიშნულ მოლაპარაკებებში სასურველი მიზნის მისაღეწევად?

-ძალიან საინტერესო შეკითხვა და საინტერესო კავშირია ლავროვის ამ ორ განცხადებას შორის. აქ საუბარი ეხება ზეწოლის ორ სხვადასხვა ბერკეტს, რომელიც  რუსეთის ხელწერის ორგანული ნაწილია. ერთი არის ეკონომიკური სახის ზეწოლა და არანაკლებ სასტიკი, ვიდრე უშუალოდ სამხედრო ჩარევა ამა თუ იმ ქვეყნის საქმეებში. შესაბამისად, რადგან საქართველო რუსულ გაზზე იმ დოზით დამოკიდებული არ არის, რომ ეს მის უსაფრთხოებას შეეხოს, ბუნებრივია, ის ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერას ცდილობს. მაშინ, როდესაც აზერბაიჯანს გართულებული აქვს დასავლეთთან ურთიერთობები, რუსეთი ცდილობს, თავის საწადელს მიაღწიოს. შეიძლება ვიგულისხმოთ, რომ ეს არის ერთგვარი მინიშნება საქართველოს ხელისუფლებისთვის: ან ირჩევ ერთს, ან-მეორეს. ან ატარებ გაზს და ამით ხდები ჩემზე დამოკიდებული, თუ არა, უფლებას ვიტოვებ, შენს ქვეყანაში ანტიტერორისტული ოპერაცია განვახორციელო. ჩვენ უნდა ვისაუბროთ არა მხოლოდ გამოწვევბზე, არამედ - გამოსავალზე, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ პროცესში.  დასავლელმა პარტნიორებმა ძალიან ნათლად უნდა დაინახონ ის საფრთხე, რომელსაც სერგეი ლავროვის განცხადებები შეიცავს. დიდხანს ვსაუბრობდი, ტერორიზმის კვლევისა და პრევენციის ცენტრის თაობაზე, რომელიც სასურველი და აუცილებელია  შეიქმნას საქართველოში დეკემბერში გახსნილი ნატოს სასწავლო ცენტრის ბაზაზე. ამ ცენტრის მეშვეობით, საქართველომ თავის პარტნიორებთან ერთად  უნდა მოახდინოს ძალიან ფართო მასაშტაბის ტერორიზმის შესწავლისა და პრევენციის ცენტრის ორგანიზება, რომლის მიზანი იქნება სწორედ მსგავსი ბრალდებების პრევენცია და უფრო ფართო მიზანი- იმ წინპირობების შესწავლა და შესაბამისი პრევენცია, რის გამოც იგივე ჩრდილო კავკასია ისლამური ფუნდამენტალიზმის იდეებისა და „ისალმური სახელმწიფოს“  მნიშვნელოვან საყრდენად იქცა, როგორც ყველაზე სასტიკი ტერორისტული ორგანიზაციის მომმარაგებლის თვალსაზრისით. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს ინტერესი, რადგან ტერორისტს ეროვნება არა აქვს და ტერორიზმი, თუკი ის არსებობს მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, თანაბრად ემუქრება ამერიკისა და ევროპის ნებისმიერ სახელმწიფოს.  უშუალოდ საქართველოში თუ ასეთი ცენტრი იარსებებს, ეს არ იქნება მხოლოდ ქართული მხარის ჩართულობით და მერწმუნეთ, რომ რუსეთს ამ თემებით პროვოცირება ძალიან გაუჭირდება. ვფიქრობ, ამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლება უნდა იყოს აქტიური, ვიდრე თავად რუსეთს შემოუთავაზებია პანკისში არსებული ე.წ. ტერორიზმის ხელშემწყობი პირობების ერთობლივი აღკვეთა. ამას რაც მოჰყვება, ჩემთვის აბსოლუტურად გასაგებია: რუსეთის შეშვება პანკისში ფაქტობრივად საქართველოს სახელმწიფოებრიობის დასასრულს შეიძლება ნიშნავდეს და ქვეყნის კიდევ ერთ რეგიონთან ერთად, ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები ათასობით მუსულმანი მოსახლეობა შეიძლება დადგეს ძალიან დიდი დარტყმისა და განსაცდელის წინაშე, ის როგორც დანარჩენი საქართვლო.

- რუსეთის მძიმე პოლიტიკურ-ეკონომიკური კრიზის ფონზე, რამდენად შესაძლებელია მისი მხრიდან ძალისმიერ მეთოდების გამოყენება, თუნდაც ტერორიზმის ბრალდების საფუძველზე?

-ამ ეტაპზე რუსეთი ეკონომიკური კოლაფსის საფრთხის წინაშე დგას და აქედან გამომდინარე, კიდევ ერთი სამხედრო ავანტიურა მას უბრალოდ დაასრულებს. ეჭვი მეპარება, რუსეთი რაიმე მასშტაბურ სამხედრო პროვოკაციაზე  წავიდეს  საქართველოს წინააღმდეგ. დღეს რუსეთის საერთაშორისო იზოლაცია მას კისერზე ყულფივით აქვს შემორტყმული და კიდევ ერთი პროვიკაციული ნაბიჯის გადადგმის საშუალებას ეს ყულფი თავისთავად არ მისცემს. მეორე თემაა რუსეთი, რომლის ლოგიკის გაგება დღემდე ვერავინ შეძლო. თუკი რუსეთის პრეზიდენტი გადაწყვეტს, რომ მისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა უკვე იმ ზღვარზეა, რომ ის ვერ მოითმენს და დასჭირდება „პატარა მსხვრპლშეწირვა“ პატარა ომში გამარჯვებულის სახით, მაშინ ასეთი პროვოკაცია, რა თქმა უნდა, არ გამოირიცხება. ნებისმიერ შემთხვევეაში, რუსეთს კარგად უნდა აუხსნან, მას რა დაუჯდება ეს ნაბიჯი. როდესაც ვსაუბრებ საქართველოს ხელისუფლების ინტენსიურ ურთიერთობებზე დასავლელ პარტნიორებთან, სწორედ იმას ვგულსხმობ, რომ რუსეთს წინმსწრებად უნდა აუხსნან, რა საფასურს გადაიხდის ასეთი ნაბიჯის გადადგმის შემთხვევეაში. მხოლოდ ასე  შეიძლება ვიყოთ გარანტირებული, რომ რუსეთი საქართველოს მიმართულებით სამხედრო პრობოკაციისგან თავს შეიკავებს.

- საქართველოში მომავალი საპარლამენტო არჩევენების გზით რუსული გავლენის გაძლიერება როგორ წარმოგიდგენიათ, რომელ ძალებს გულისხმობთ და რამდენად შეიძლება ქვეყნის შეიძლება მათი გავლენის გაძლიერება ისე, რომ ქვეყანაში პოლიტიკური სურათის შეცვლა გახდეს შესაძლებელი?

-რუსეთის მთავარი იარაღი არის მისი ბაზარი, რომელიც თავისთავად ილუზორულია. საქარათველოს რეგიონებში მიწევს ინტენსიური გასვლები, პრორუსულად განწყობილი მოსახლეობის მთავარი არგუმენტი არის რუსული ბაზარი და ის ილუზიები, რომელიც მათ ამ ბაზართან აკავშირებს. ილუზიებს ვეძახი იმიტომ, რომ ბევრისთვის ეს რეალური შემოსავლის წყარო გახდა ბოლო წლებში, ვგულსხმობ ყურძნის, ხილის და სხვა ციტრუსების გატანას, მაგრამ წლევანდელი შემოდგომა იყო ძალიან ნათელი დასტური, თუ რამდენად მყიფეა რუსული ბაზარი. იმ ეკონომიკურმა კრიზისმა, რომელმაც დღეს რუსეთი მოიცვა, ბუნებრივია, რუსეთის მოსახლეობის მყიდველუნარიანობა შეასუსტა და ეს მზარდი პროცესია. ჩვენ ვნახეთ, რა მდგომარეობა შეიქმნა ყურძნის ჩაბარებაზე, ის რაოდენობა რაც წინა წლებში გავიდა რუსეთში, გასულ შემოდგომაზე თითქმის განახევრდა და არა იმიტომ, რომ რუსეთმა ქართული ღვინის შეტანა აკრძალა, არამედ იმიტომ, რომ ბაზარმა უკარნახა თავისი პირობები. იმის გარდა, რომ რუსეთისთვის ბაზარი არის პოლიტიკური იარაღი, თავისთავად რუსეთის ეკონომიკა  მყიფეა, მთელი მსოფლიოს მხრიდან ისეთი დარტყმის ქვეშ არის, რომ მასზე დაყრდნობა პერსპექტივაში ილუზორული თემაა და ასე იქნება უხალესი წლების განმავლოაბში. რუსული პროპაგანდა  ასევე ცდილობს საქართველოს რეგიონებში დაამკვიდროს განწყობა “ჩათრევას ჩაყოლა სჯობია“, რუსეთი მაინც დაგვიპყრობს თუ არასათანადო მოვიქცევით, დასავლეთი კი ვერ დაგვიცავს და სჯობს, ჭკვიანად ვიყოთ. იმედი მაქვს, რომ თუ პროდასავლური ძალები შეძლებენ სწორი წინასაარჩევნო პოლიტიკის წარმოებას, ასპარზზე გამოვლენ ახალი პოლიტიკური ძალები, რომლებიც საზოგადოებას შესთავაზებენ როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკური განვითარების ახალ ხედვას შესთავაზებენ, ასეთ შემთხვევეაში გადავურჩებით პრორუსული ძალების მოძალებას საქართველოს მომავალ პარლამენტში.

-სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები  არაპოლიტიკურ,  კარასინი-აბაშიძის ფორმატში რამდენიმე წელია ფუნქციონირებს. პოლიტიკური ზემოქმედება რა საჭიროა იმ ფონზე, თუკი მოსახელობას არჩევანის საშუალება აქვს სავაჭრო სახის ურთიერთობა იქონიოს იმ ქვეყნებთან, რომელიც მისთვის ხელმისწავდომია. შესაძლებლად მიიჩნევთ, რომ საზოგადოების აზრის შესაცვლა მოხდეს ისე, რომ მათმა ეკონომიკურმა ინტერესებმა მათ პოლიტიკურ ორიენტაცაზე არ იმოქმედოს?

-ასეთი საშუალებები მთლიანად საქართველოს ხელისუფლების ხელშია. შეუძლებელია, რომელიმე ბაზარზე უარი თქვას საქართველოს პირობებში მყოფმა ქვეყანამ. საუბარი რუსული ბაზრის უარყოფაზე, იქნება სულ მცირე მცადრი პოლიტიკა, რადგან საკუთარი მოსახელობის ინტერესებიდან უნდა ამოვიდეთ და ეს იქნება მძიმე შეცდომა ქვეყნის რეგიონების იმ მოსახლეობის მიმართ, ვინც სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოყვანა-გასაღებით ირჩენს თავს. ხელისუფლებამ ბოიკოტი კი არ უნდა გამოაცხადოს, არამედ უნდა გამოიყენოს ის შესაძლებლობები, რომელსაც აძლევს ევროკავშირის ბაზარი და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება. არ ვიცი, საქართველოს ხელისუფლება შეგნებულად აკეთებს თუ არა, მაგრამ რეგიონებში არაფერი არ იციან იმ ბენეფიტების შესახებ, რასაც მათ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება სთავაზობს. იმ საგრანტო პროგრამების შესახებ, რომელიც 200-ზე მეტი მილიონის ფარგლებშია და სოფლის მეურნეობის განვითარებას ხმარდება საქართველოში, სწორედ ევროკავშირის შემწეობით, იქნება კოოპერატივების, სანერგე-სასათბურე მეურნეობიბის თემა და ა.შ. ამ მიმართულებით სეიოზული დახმარებები მოდის და ეს ამბავი მოსახლეობამდე არ მიდის.

-რა არის ამის მიზეზი?

-ზოგადად ხელისუფლების პრობლემაა მოუხეშავობა, მოუქნელობა, არ ვიცი რა დავარქვა. ლოკალური პრობლემები გადადის იმ გლობალურ პრობლემებზე, რაზეც ვისაუბრეთ და საბოლოო ჯამში, ასეთი ხელწერა ძალიან ცუდი შედეგების მომტანია ხოლმე. ძალიან კარგია ჩინეთის შესაძლებლობების გამოყენება და ეს არის მართლაც უნიკალური შანსი საქართველოსთვის. როდესაც კითხვა ისმის, რა მოგვცა ევროპამ, გაგვიხსნა 500 მილიონიანი ბაზარი და დანარჩენი, ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. საქართველოს ინვესტიციების ჩასადებად მიმზიდველი ქვეყანაა და ამის განხორციელებას ძალიან დიდი მუშაობა სჭირდება.

„ჯი-ეიჩ-ენი” ხათუნა ხატიაშვილი

ავტორი: . .