ENG / RUS       12+

გლობალური პოლიტიკა და საინტერესო დრო საქართველოსთვის

საქართველოსათვის ცალსახად საინტერესო დრო დგება, მთავარია რამდენად შეძლებს  აჰყვეს  ქართული ხელისუფლება მსოფლიოში მომდინარე გლობალურ  პროცესებს, ახალ რეალიებს, ახალ გამოწვევებს.

 სამყარო  უკვე  ცალსახად შეიცვალა. მსოფლიოში  ნავთობის დიქტატი დასრულდა და იწყება ახალი განვითარება.

ქვეყნები, რომელთა შემოსავალი ძირითადად დამოკიდებული იყო  ნავთობდოლარებზე ფაქტიურად არსებობის რისკის ქვეშ დადგნენ, ეს ეხება ყველა ქვეყანას გარდა ირანისა, რომელსაც რამოდენიმე დღის წინ მოუხსნეს ემბარგო.

 ამ ქვეყანათა დიდი ნაწილს მართავდა და მართავს კორუფციული ელიტები, ამ ქვეყნებში ყვაოდა კორუფცია, შესაბამისად უსახსრობისა და ღრმა ყოვლისმომცველი კრიზისის პირობებში ამ ქვეყნებში დაიწყება მასიური გამოსვლები, არეულობები, დაიწყება ამ ქვეყნების რღვევები. ეს ყველაზე დიდ წილად ეს  ეხება რუსეთს, სადაც ნავთობდოლარები შეადგენდა სახელმწიფო ბიუჯეტის 40 პროცენტს. რუსეთი რეალურად ჰაერში გამოკიდებული რჩება.

თუ გავითვალისწინებთ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, რუსეთს არ ექნება  საგარეო ბაზარზე სესხების აღების საშუალება. ასევე გასათვალისწინებელია რუსეთის  კატასტროფულად შემცირებული სავალუტო რეზერვი. ჯამურად, მოკლე პერიოდში რასაც უნდა ველოდეთ რუსეთში, ეს არის  რუსული რუბლის სრული ჰიპერინფლაციაა, რასაც მოყვება პირველ ეტაპზე მცირე და საშუალო ბანკების მასიური გაკოტრებები, თანამშრომელთა  ხელფასების კატასტროფული შემცირება კერძო სექტორში, უხელფასობა სახელმწიფო სექტორში და თვეობით დაგვიანებული პენსიები. ბუნებრივია ეს ყველაფერი გამოიწვევს მასიურ უკმაყოფილებას, პენსიონერთა გამოსვლებს, რეგიონების დაუმორჩილებლობას. საბოლოოდ სამოქალაო ომს და რუსეთის  რღვევას, რუსეთს   ამ ფორმაციით არსებობის სამი წელი დარჩა.

 რეალურად ძალიან ცუდი სიტუაციაა აზერბაიჯანში, სადაც ასევე მოსალოდნელია აზერბაიჯანული მანათის სრული დევალვაცია, უკვე ვხედავთ რომ კვირის განმავლობაში რამოდენიმე დღით ხურავენ სავალუტო ჯიხურებს, იგივე მდგომარეობაა ყაზახეთსა და თურქმენეთში.

 არსებული სიტუაცია სახარბიელოა საქართველოსათვის, ყაზახეთს , თურქმენეთს, აზერბაიჯანს, ირანს ესაჭიროება დამატებითი შემოსავლები, გზა ევროპასა და თურქეთისაკენ საქართველოს გავლით გადის.

ამ მდგომარეობაში, როდესაც ამ ქვეყანათა არსებობის საკითხი დგება, ისინი იძულებულნიც და ვალდებულებიც არიან ეძებონ ახალი გასაღების ბაზრები, შესაბამისად განახლდება  მივიწყებული NABUCO ს პროექტი, ასევე დაიწყება ახალ და უფრო მსხვილ ფართომაშტაბიან პროექტებზე ფიქრი. რუსეთს ამ  ქვეყნებზე  ზეწოლის ფაქტორი ძალიან უმცირდება  ორი მიზეზის გამო. პირველი - რუსეთს მათთვის სანაცლოდ  არაფრის შეთავაზება შეუძლია , მეორე - გახვეულია  საკუთარ გამოუვალ ეკონომიკურ ტურბოლენტურ პრობლემებში.

 

საინტერესოა სხვა მიმართულებებიც,  2016 წელს აშშ-ს  მთავრობისათვის  პრიორიტეტული გახდება მოლაპარაკებების დასრულება ხელშეკრულებზე  ტრანსატლანტიკურ სავაჭრო  და საინვესტიციო პარტნიორობის  შესახებ  (ტპსპ).  ეს ხელშეკრულება  ფორმდება აშშ და ევროკავშირს შორის, ამ ქვეყნებზე მოდის მსოფლიო  შიდა პროდუქტის 60 პროცენტი და  მსოფლიო ვაჭრობის 33 პროცენტი. აშშ-ს სურს აამოქმედოს ტრანსწყნარიოკეანის ხელშეკრულება, რომელსაც 2015 წლის ოქტომბერში  ატლანტაში ხელი მოაწერა  12 ქვეყანამ.  ამ ქვეყნებზე მოდის მსოფლიო ვაჭრობის 40 პროცენტი.

ბუნებრივია ორივე   ხელშეკრულებაში ფუგურირებს აშშ, რომელიც აკონტროლებს დღეისათვის მსოფლიო ვაჭრობის 10 პროცენტს, თუ ორივე ხელშეკრულების ჯამურ ვარიანტს განვიხილავთ, მივიღებთ, რომ აშშ დაიწყებს მსოფლიო ვაჭრობის 73 პროცენტის გაკონტროლებას.

ასევე საინტერსოა  შეთანხმება ვაჭრობასა და მომსახურეობაზე, (TISA) , რომლის განხილვაც 2012 წელს დაიწყო აშშ-სა და ავსტრალიას შორის, რომელიც რეალურად განიხილება როგორც  მსოფლო სავაჭრო ორგანიზაციის ალტერნატივა, ვინაიდან მოლაპარაკებები WTO -სთან გენერალური ხელშეკრულების  ვაჭრობის მომსახურეობის შესახებ ჩიხში შევიდა ამ ორგანიზაციის მოუქნელობის გამო.

მოლაპარაკებებში დღეისათვის მონაწილეობენ ევროკავშირი , ავტრალია, კანადა, ჩილი,ტაივანი, კოლუმბია, კოსტა რიკა, ჰონ კონგი , იცლანდია, ისრაელი, იაპონია,ლიხტეშტეინი, მავრიკია, მექსიკა, ახალი ზელანდია, ნორვეგია, პაკისტანი, პანამა, სამხრეთ კორეა, შვეიცარია, თურქეთი და აშშ. მოლაპარაკეკბი მიმდინარეობს მკაცრად კოდფიფენციალურ გარემოში, შესაბამისად, მოლაპრაკებების შედეგები არ საჯაროვდება.

ნაწილობრივი ინფორმაციის გაჭონვის შემდეგ ევროკავშირმა  შექმნა სპეციალური გვერდი, რომელიც ეხება ამ შეთანხმებებს. ამ გვერდზე ევროკავშირმა გამოაქვეყნა  საკუთარი შეთავაზება მომსახურებათა სფეროში, რომელიც შეიცავს ფართო ვალდებულებებს საგანმანათლებლო სფეროში, კერძო დაფინანსებით.

თუ საქართველოს ხელისუფლება შეძლებს და შეუერთდება ამ ხელშეკრულელებს, მივიღებთ თავისუფალს ბაზარზე გასვლის უდიდეს შესაძლებლობას, რომელიც ასევე მოგვიტანს საშუალებას ქვეყანაში მოვიზიდოდ ძალიან დიდი მოცულობის ინვესტიციები, ვინაიდან გვექნება  ღია გასასვლელი მსოფლიო ბაზრის 73 პროცენტზე, თუ ამ ყველაფერს კიდევ დაუმატებთ  ნავთობისა და გაზის ახალი პროექტებიდან სატრანზიტო შემოსავლებს, ჩვენ გვიჩნდება შანსი დავიწყოთ ძალიან სწრაფი ტემპებით განვითარება.

მთავარი ერთია, რამდენად სწრაფად შეძლებს  ჩვენი ხელისუფლება არსებულ სიტუაციაში სწრაფ ორიენტირებას და სწორი გადაწყვეტილებების მიღებას.

„ჯი-ეიჩ-ენი“, ბესო მიქელთაძე

ავტორი: . .