ქართველმა მებაჟეებმა წითელ ხიდზე თურქეთის ორი მოქალაქე დააკავეს. ისინი საბაჟო გამშვები პუნქტის გვერდის ავლით ხელოვნურად დამზადებული ავზებით დიზელის შემოტანას ცდილობდნენ. დაკავებულებმა ამისათვის მებაჟეებს ქრთამიც შესთავაზეს.
მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და საქმე შს სამინისტროშია გადაცემული. ბოლო ერთი კვირას განმავლობაში საწვავის უკანონო შემოტანის ეს უკვე მეოთხე ფაქტია.