რუსთავის ახალი ხიდიდან მტკვარში 55 წლის მამაკაცი თამაზ ფოცხიშვილი გადახტა. ინციდენტს თვითმხილველი არ ჰყავს, თუმცა იგი ამ შემთხვევამდე მეგობარს დაუკავშირდა და გადაწყვეტილების შესახებ აცნობა. მოგვიანებით მასთან დაკავშირება ოჯახის წევრებმა სცადეს, თუმცა ტელეფონს უკვე მეთევზემ უპასუხა.
თამაზ ფოცხიშვილი თბილისში ცხოვრობს. ნათესავებს არ აქვს ინფორმაცია რატომ იმყოფებოდა იგი რუსთავში. ოჯახის ახლობლების თქმით, ფოცხიშვილს თვითმკვლელობის არანაირი საბაბი არ ჰქონდა. მას მეუღლე და ორი შვილი ჰყავს.
სავარაუდოდ, ფოცხიშვილი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავებმა ერთი ქურთუკიც იპოვეს. სამაშველო სამსახურის თანამშრომლები 55 წლის მამაკაცის ძებნას დღეს დილიდან განაახლებენ