რესპოდენტის შესახებ
სახელმწიფომ ჯანდაცვის რეფორმის ჩატარება სახელდახელოდ რეგისტრირებულ “Global Alliance” და “Imeda Global Medical Alliance” -ს ჯგუფებს დაავალა, რომლებშიც „ვინმე“ ჟან ელი მალკინი ხან კონსულტანტი, ხან დირექტორია. მალკინთან ტანდემში საფრანგეთის ყოფილი ჯანდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი გვევლინება. ამ დუეტს ჯანდაცვის რეფორმის განხორციელების გამოცდილება გაბონიდან და კონგოდან აქვს. მაგალითისთვის, იგივე გაბონში მალკინი-კუშნერის ჯგუფმა რეფორმების გასატარებელი 15 გვერდიანი დოკუმენტი მოამზადა, რომლის ერთი გვერდის ღირებულება, როგორც ფრანგული მედია წერდა, 173 ათასი ევრო იყო. რის საფუძველზე მიიღო საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა მალკინი-კუშნერის სასარგებლო გადაწყვეტილება ნამდვილად უცნობია. ერთადერთი ფაქტი ის არის, რომ არ ტანდემის მიერ განობთან და კონგოსთან დაკავშირებული სკანდალი კარგად ახსოვთ საფრანგეთში, თუმცა დღემდე არავის თვალად არ უნახავს მათი მომზადებული დოკუმენტი, რომელსაც აფრიკული ქვეყნების რეჟმებმა რეჟიმმა გრიფი „საიდუმლო“ მიანიჭა.
ვისი ფანანსური ინტერესები იკვეთება ამ ჯგუფის მიღმა, რომელ კომპანიებს და რა მიზნით ლობირებენ ეს ბატონები, ჯერ კიდევ უცნობია, ისევე უცნობია ისიც, რაც იტყვიან ისინი საქართველოში ჯადაცვის რეფორმასთან დაკავშირებით გაბონისა და კონგოსგან განსხვავებულს - იქ მათ თქვეს, რომ საჭიროა რეფორმები, საჭიროა დაზღვევა, საჭიროა ხელმისაწვდომლობა - ეს ხომ ისედაც ვიცით. მაშინ რაში უხდის სახელმწიფო საეჭვო რეპუტაციის ადამიანებს ფულს ამის მონიტორინგი თითოეული მოქალაქის ვალდებულება ხდება.
აღნიშნულ საკითხზე და მალკინი-კუშნერის განობურ-კონგოურ ანავტიუირაზე „ჯი-ეჩ-ენი“მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტს სერგო ჩიხლაძეს ესაუბრა.
- მედიაში დაიწერა, რომ გლობალური ალიანსის ხელმძღვანელი ბატონი მალკინი იყო აფრიკის ერთერთ სახელმწიფოში მიწვეული კონსულტანტად ჯანდაცვის სფეროს რეფორმირებისთვის, ისევე, როგორც დღეს საქართველოში. თუ გაქვთ ამაზე რამე ინფორმაცია?
- დიახ, მსგავს ფაქტს ნამდვილად ჰქონდა ადგილი, გაბონში, 2000-იან წლებში. ჟან ელი მალკინი და კუშნერი 2003 წელს აარსებენ ორ ორგანიზაციას – „Imeda Global Medical Alliance“ და „Africa Steps“ და აფორმებენ ხელშეკრილებას გაბონის მაშინდელ დიქტატორთან ომარ ბონგოსთან, რომელიც 40 წელზე მეტი მართავდა გაბონს 2009 წლამდე. კონტრაქტის მიხედვით, 330,000 ევრო სამ ტრანშად უნდა გადაეხადა გაბონის მთავრობას, საბოლო ჯამში გადაიხადა უფრო მეტიც 1,234,000 ევრო ჯამში. პარალელურად გაბონის მთავრობამ კონტრაქტი გააფორმა მეორე კომპანიასთანაც „Africa steps“ -თან და გადაუხადა კიდევ დამატებით 480,000 ევრო წელიწადში 3 წლის განმავლობაში. სულ მთლიანად, ამ საკონსულტაციო ჯგუფმა, რომელშიც შედიოდნენ მალკინი და კუშნერი მიიღეს 2,670,000 ევრო. ამავე პერიოდში, მათ გააფორმეს მსგავსი კონტრაქტი კონგოს რეჟიმის მეთაურთან, გენერალ დენის სასუსთან. სულ მთლიანობაში ორივე ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების დოკუმენტის შექმნისათვის მათ მიიღეს 4,600,000 ევროზე მეტი. ორივე ქვეყნის შემთხვევაში ანგარიშის ერთ-ერთი ავტორი და მთავარი კონსულტანტი იყო ჟან ელი მალკინი.
- რამდენად ეფექტური და სასარგებლო იყო ის რეკომენდაციები რაც ამ ჯგუფმა გაუწია გაბონის სახელმწიფოს ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების კუთხით?
- საინტერესოა, რომ საბოლოო ანგარიში, რომელშიც ასახული უნდა ყოფილიყო გაბონის ჯანდაცვის რეფორმირება არავის უხილავს მთლიანი სახით. ხოლო ის რაც ნანახია, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ანგარიში, რომელიც სულ 24 გვერდისაგან (აქედან 6 იყო გრაფები, სარჩევი და გამოყენებული ლიტერატურის ნუსხა) შედგებოდა, შემოიფარგლებოდა მხოლოდ ზოგადი და ისედაც ყველასთვის კარგად ნაცნობი ფრაზებით, როგორიცაა, საჭიროა გაუმჯობესდეს გაბონის ჯანდაცვის სისტემა, საჭიროა გაბონელების საყოველთაო სამედიცინო დაზღვევა, საჭიროა ახალი პოლიტიკის შემუშავება ჯანდაცვის სფეროში მომუშავე პერსონალისათვის და ა.შ. უფრო მეტიც, კრიტიკოსებსა და ფრანგულ მედიაში არსებობდა მოსაზრება, რომ ეს დებულებები ფაქტობრივადიყო გამეორება უკვე არსებული მოხსენებებისა და ანგარიშების. როგორც ერთ-ერთი მაღალჩინოსანი აღნიშნავდა, არ იყო საჭირო კუშნერისთვის მილიონების გადახდა იმისთვის, რაც ისედაც უკვე იცოდნენ. ერთი სიტყვით, ანგარიში და რეკომენდაციები, რაც მალკინმა დაუწერა გაბონის მთავრობას საჯაროდ, სრულად არსად დადებულა. ხელმისაწვდომი გახდა მხოლოდ 15-გვერდიანი დოკუმენტი, რომელიც სწრაფადვე გაქრა ინტერნეტსივრციდან, და ფრანგული პრესა ხშირად ირონიულად აღნიშნავდა, რომ მალკინ-კუშნერის მიერ შექმნილი დოკუმენტის 1 გვერდი ღირდა 173,000 ევრო! მას შემდეგ, რაც სკანდალი აგორდა, და ეს მოხდა კუშნერის საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნის შემდეგ (2007 წლის მერე), „Imeda Global Medical Alliance“ და „Africa Steps“ - ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გარდა ამ 15 გვერდის იყო 107-გვერდიანი აღწერა გაბონის ჯანდაცვის სისტემის შესახებ. უნდა ითქვას, რომ ეს აღწერილობითი ნაწილიც არავის უნახავს, და რომც ენახათ, ე.წ. მიმოხილვითი დოკუმენტის (desk review) შექმნისთვის მილიონებს არავინ იხდის, თუნდაც რომ კონსულტანტად დაქირავებული იყოს ცნობილი ექსპერტი, ყოფილი მინისტრი და ა.შ. უფრო მეტიც, სკანდალის აგორების შემდეგ კიდევ უფრო გასაიდუმლოებული გახდა მალკინის ეს ანგარიში. გაბონის მთავრობის წარმომადგენელმა ისიც კი განაცხადა, რომ ეს ანგარიში არის სახელმწიფო საიდუმლოება! წარმოგიდგენიათ ჯანდაცვის სისტემაზე ანგარიში, რომელსაც საკონსულტაციო ჯგუფი წარადგენს უცებ ხდება სახელმწიფო საიდუმლო!!! ამ თემას, სხვათა შორის, დიდი გამოხმაურება ჰქონდა საფრანგეთის პრესასა და ტელევიზიაში 2009-2010 წლებში და ჩაცხრა 2010 წლის მერე, კუშნერის მინისტრის პოსტიდან წასვლის შემდეგ.
- თქვენი აზრით, რა პარალელის გავლება შეიძლება აფრიკაში და საქართველოში მალკინის და მისი ორგანიზაციის საქმიანობიდან გამომდინარე?
- უბრალოდ, მაშინაც აფრიკაში და ახლაც - საქართველოს შემთხვევაში იქმნება სახელდახელოდ ორგანიზაციები, რომელთა სახელებიც კი იდენტურია თითქმის. “Global Alliance” და “Imeda Global Medical Alliance”. ყველგან ფიგურირებს მალკინი, როგორც ხან წამყვანი კონსულტანტი, ხან დამფუძნებელი და დირექტორი. საეჭვო ვადებში იდება არაფრისმთქმელი ანგარიში, რომელშიც იხდიან მილიონობით ევროს და რომლის სარგებლობაც მაშინვე ეჭვის ქვეშ დგება, როგორც თვითონ ამ ქვეყნებში, ასევე საერთაშორისო არენაზეც. უფრო მეტიც, დოკუმენტი სასწრაფო წესით უჩინარდება საჯარო სივრცეებიდან. ჩვენთანაც, 2014 წლის აგვისტოში ბრიტანეთში რეგისტრირდება სახელდახელოდ „Global Alliance“ რომლის სახელიც კი მსგავსია იმისა, რაც იყო აფრიკაში. რამდენიმე თვეში კი საქართველოს მთავრობა ამ ისტორიის არ მქონე ორგანიზაციას, და პირადად მალკინს, რომელსაც აქვს საკმაოდ საეჭვო და კითხვებით სავსე გამოცდილება აფრიკაში, უფორმებს კონტრაქტს და ანდობს საქართველოს ჯანდაცვის სისტემის რეფორმირებას. კიდევ ერთხელ ვსვამ კითხვას: რა კრიტერიუმით შეარჩია სამინისტრომ და პირადად მინისტრმა სერგეენკომ ეს ორგანიზაცია „Global Alliance“? სახელმწიფო ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების რა წარმატებული გამოცდილება აქვს ბატონ მალკინს?
- რა საფრთხეებს ხედავთ თქვენ გლობალურ ალიანსთან მიმართებაში?
- კიდევ გავიმეორებ და კვლავ დავსვამ ლეგიტიმურ კითხვებს... თუ აფრიკის ქვეყნებში საუბარია ავტორიტარულ რეჟიმებსა და იმაზე, რომ მათ შეუძლიათ სახელმწიფო ხარჯების არამიზნობრივად ხარჯვა, ჩვენ ხომ არ ვცხოვრობთ ავტორიტარული რეჟიმის პირობებში და ჩვენი ბიუჯეტი ხომ გამჭირვალეა? ჩვენ გვაქვს უფლება დავსვათ კითხვა რატომ შეირჩა ეს ორგანიზაცია და ეს პიროვნება რეფორმების გასატარებლად? რა დამსახურებებისთვის? რატომ არ იყო ჩატარებული ტენდერი? და ა.შ. ხომ არ კეთდება ეს იმისთვის, რომ ჯანდაცვის სისტემის ობიექტების სამართავად საქართველოში შემოვიდნენ სხვადასხვა „გაურკვეველი“, საეჭვო რეპუტაციის, მაგრამ ხელისუფლება და ამჟამინდელ მმართველ ელიტასთან აფილირებული კომპანიები, რომლებიც შერჩეული იქნებიან ასევე უკონკურსოდ და ყველანაირი მოთხოვნების გარეშე? მე დავაკვირდებოდი ჯანდაცვაში მიმდინარე მოვლენებს, მაგალითად, ვის გადაეცემა სამართავად ესა თუ ის საავადმყოფო, ან რას მოგვახვევენ თავზე ფარმაცევტულ ბიზნესში. ვინ შემოვლენ მოთამაშეებად? ამას უნდა დავაკვირდეთ კარგად. განსაკუთრებით, იმ შემთხვევებში, როდესაც პირდაპირ თუ ირიბად ჩართული იქნება „Global alliance” და მალკინი პირადად. აი, თუნდაც ახლახან, გლობალური ალიანსის რეკომენდაციითა და ჩართულობით, რესპუბლიკური საავადმყოფოს, ონკოლოგიური ცენტრისა და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს მართვაზე, ფლობასა და ოპერირებაზე გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა ავსტრიულმა “ალფამედიკმა”. ვიცით რამე ამ კონსორციუმზე? არაფერს ვამტკიცებ, მაგრამ არ გამიკვირდება თუ ამ ჯგუფის უკან გარკვეული ჯგუფების ფინანსური ინტერესები გამოიკვეთება. განსაკუთრებით საინტერესოა ფარმაცევტული ბიზნესი და ინტერესები. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.
”ჯი-ეიჩ-ენი”, ესაუბრა ლაშა ნოდია