მსჯავრდებულ გიგა ფარტენაძის მკვლელობაში ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სამი პირი დამნაშავედ სცნო. სასამართლომ ორ მათგანს 11 წლით, მესამე ბრალდებულს კი 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
ფარტენაძე 2014 წლის მარტში ე.წ. გეგუთის კოლონიაში ცემეს, რის შემდეგაც ის გარდაიცვალა. მკვლელობის საქმეზე სამივე გასამართლებული ამავე ციხის პატიმარია.
ფარტენაძის ოჯახის წევრები ციხის ადმინისტრაციისა და ექიმების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებასაც მოითხოვენ.