სამართალდამცველებმა იმერეთის რეგიონში მოქმედი ნარკორეალიზატორები: დედა-შვილი თინა ჟორჟოლიანი და ნანული ჭოლაძე დაკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, ჭოლაძე მე-5 კლასელი შვილის ლალი სულაბერიძის საშუალებით სისტემატიურად ახდენდნენ ნარკოტიკების რეალიზაციას.
მათი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია, 18, 3015 გრამი ჰეროინი, მარიხუანა და სხვადასხვა დასახელების და ტიპის საბრძოლო ვაზნები.
ლალი სულაბერიძეს დაკავებსას აღმოაჩნდა სარეალიზაციოდ გამზადებული 3 ე.წ ''ბაშად'' დაფასოებული ''ჰეროინი. იგი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკის მიუღწევლობის გამო გატავისუფლებულ იქნა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს სსკ-ის 18-260 და 260-ე მუხლის მეორე ნაწლით ასევე დაკავებულია, ლელა ბოლქვაძე, რომელსაც დაკავებისას აღმოაჩნდა 2 ე.წ 'ბაშად'' დაფასოებული ''ჰეროინი.
დაკავებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული.
გამოძიება სსკ-ის 18-260-ე და 260-ე მუხლებით მიმდინარეობს. მას შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველო აწარმოებს.