საბერძნეთში კრიმინალური სამყაროს ერთ-ერთი გავლენიანი ლიდერი ე.წ "კანონიერი ქურდი" მალხაზ კიტია მოკლეს.
სააგენტო "ინტეფაქსის" ინფორმაციით. მალხაზ კიტია, მეტსახელად "მახონია", 46 წლის იყო.
რუსეთის სამართალდამცავების ინფორმაციით, კიტია 10 მაისს საბერძნეთის ტერიტორიაზე უცნობმა პირებმა ჩაცხრილეს.
"კიტია, სავარაუდოდ, ტარიელ ონიანისა (ტარო) და ასლან უსოიანის (დედ ჰასანი) კლანების ომის მსხვერპლი გახდა"- განუცხადა სააგანეტოს.
ტარიელ ონიანისა და ასლან უსოიანის კლანებს შორის დაპირისირება ვიაჩესლავ ივანკოვის _ იაპონჩისკის მკვლელობის შემდეგ დაიწყო, რომლელსაც მხარს უჭერდა დედ ჰასანი.
კიტია ტარიელ ონიანის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური "თანამებრძოლი" იყო, რომელსაც დამნაშავეთა სამყარომ იაპონჩიკის მკვლელობის პასუხიმგებლობა დააკისრა.
შეგახსენებთ, რომ ამავე მოტივით 18 მარტს საფრანგეთში 39 წლის ე.წ. კანონიერი ქურდი ვლადიმერ ჯანაშია მოკლეს.