კახეთის გზატკეცილზე, ლოჭინის ხიდთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.
ნისანის მარკის ავტომობილი მოულოდნელად საპირისპირო მხარეს გადავიდა და კომპანია ყაზბეგის კუთვნილ ავტომობილს შეეჯახა.
ადგილზევე დაიღუპა ნისანის მძღოლი, ხოლო მეორე ავტომანქანაში მყოფი სამი პირი მსუბუქად დაშვდნენ, რომლებიც პირველ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გამოძიება მომხდარის ვერსიებზე მუშაობს. წინასწარი ინფორმაციით, ავარიის ერთ-ერთ მიზეზად ნისანის მარკის ავტომობილის მძღოლის ინფაქტი სახელდება.