24 წლის მამუკა ბარბაქაძის მტკვრიდან ამოყვანა სამაშველო სამსახურმა დროულად შეძლო.
მამუკა ბარბაქაძე მტკვარში ბარათაშვილის ხიდიდან გადახტა, რომელიც სამაშველო სამსახურმა დროულად ამოიყვანა. მას სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ექიმებმა აუცილებელი გადაუდებელი დახმარება ადგილზე ჩაუტარეს, რის შემდეგაც ბარბაქაძე საპატრულო პოლიციაში დაკითხვაზე გადაიყვანეს.
თავად მამუკა ბარბაქაძე კი აცხადებს, რომ მტკვარში ხიდიდან გადახტომა მის იდეა იყო და მსგავსი საქციელის გამეორებას ახალი "მშვიდობის ხიდიდანაც" გეგმავს.
წინასაწარი ინფორმაციით, ბარბაქაძე ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.