ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ოქროპირიძის მორიგი სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. საქალაქო სასამართლოში მოკლულის დედა ნინო დიდებულიძე დაიკითხება. წინა პროცესზე ბრალდების მხარის მთავარი მოწმე ვლადიმერ ბერძენიშვილი დაკითხეს. შეგახსენებთ, რომ ვაკეში მოკლული 25 წლის ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეს ნაფიცი მსაჯულების ახალი შემადგენლობა განიხილავს, რადგან პირველმა შემადგენლობამ ვერდიქტის გამოტანა ვერ შეძლო.