გიორგი ოქროპირიძის სამართლო პროცესზე დღეს მოკლული ლაშა მახარაძის დედას დაკითხავენ. ნინო დიდებულიძე დარწმუნებულია, რომ მკვლელი სწორედ ოქროპირიძეა. ბრალდებულის დაცვა კი ამტკიცებს, რომ მათ აქვთ მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც, ოქროპირიძის მიმართ გამამართლებელი ვერდიქტი უნდა დადგეს. ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული გიორგი ოქროპირიძის წინააღმდეგ საქმის განხილვა 12.00 საათზე განახლდება.