მოსკოვის მილიციამ ქართული წარმოშობის ე.წ. კანონიერი ქურდი თემურ გაბუნია დააკავა.
56 წლის გაბუნია სამართალდამცველებმა მოსკოვის ცენტრში აიყვანეს. ჩხრეკისას მას 41 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება აღმოაჩნდა.
რუსი მილიციელების განცხადებით, "თემურ ვანსკად" ცნობილ გაბუნიას სერიოზულის კრიმინალური კავშირები აქვს.
დაკავებულის მიმართ სისხლის სამართლის საქმე დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შენახვის მუხლითაა აღძრული, თუმცა არ არის გამორიცხული გამოძიების პროცესში მისი ბრალეულობა კიდევ უფრო დამძიმდეს.