მდინარე ენგურიდან 8 ადამიანის გამოყვანის სამუშაოები დასრულებულია.
სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა მათი მდინარიდან ამოყვანა გამთენიისას შეძლეს.
მაშველები პოლიციასთან ერთად 8 ადამიანის გადარჩენას მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ.
ადიდებულმა მდინარემ მათ საფრთხე შემოვლითი გზით, გალში გადასვლის დროს, ადმინისტრაციულ საზღვართან შეუქმნა. ისინი რამდენიმე საათის განმავლობაში მანქანის სახურავზე იმყოფებოდნენ. მათ შორის იყვნენ ქალები და ბავშვები.
მდინარის ადიდება ენგურჰესიდან წყლის გამოშვებამ განაპირობა. ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც წყლის დონემ დასაშვებ ნიშნულს გადააჭარბა. მოსახლეობა წყლის გაშვების შესახებ გაფრთხულებული იყო.