სამართალდამცველებმა მამის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკვეს. გამოძიების ინფორმაციით, ქობულეთში მცხოვრებმა 45 წლის სოლომონ ბეჟანიძემ საკუთარი მამა - ასლან ბეჯანიძე ურთიერთშელაპარაკების მიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით მოკლა.
ასლან ბეჟანიძე გულ-მკერდის არეში მიყენებული ჭრილობების შედეგად ქობულეთის რაიონულ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
დაკავებულმა ჩადენილი დანაშაული აღიარა. გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს. მას შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის სამხარეო მთავარი სამმართველო აწარმოებს.