ავტობანზე, გორის რაიონის სოფელ შავშვებთან ავტოავარია მოხდა. ერთმანეთს "ოპელის" და "ფოლკსვაგენის" მარკის ავტომობილები შეეჯახნენ, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა და 4 მძიმედ დაშავდა.
დაშავებულები გორის საავადმყოფოში გადაიყვანეს მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.
წინასწარი ინფორმაციით, "ოპელის" მარკის ავტომობილი გადაჭარბებული სისწრაფით მოძრაობდა, რაც ავარიის მიზეზი გახდა.