საქართველოს ბანკიდან 10 მილიონამდე ლარის ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით პროკურატურის შუამდგომლობა დაკავებულებისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების თაობაზე სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. 2 ბრალდებულიდან მოსამართლემ შორენა გუნცაძემ ერთს 10 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა, მეორე ბრალდებული კი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. ადვოკატების განცხადებით, მხარეებმა საპროცესო შეთანხმებას მიაღწიეს, სასამართლოსაც მიმართეს, თუმცა პროცესის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე ცნობილი გახდა, რომ საგამოძიებო უწყებამ საპროცესო შეთანხმების შესახებ შუამდგომლობა უკან გაიტანა. საქართველოს ბანკიდან 10 მილიონ ლარამდე თანხის გატაცების ფაქტზე სამართალდამცავებმა 2 პირი დააკავეს, ერთი კი ძებნაში იმყოფება. შს სამინისტროს ინფორმაციით, ამოღებულია გატაცებული თანხის დიდი ნაწილი.