იუსტიციის სასწავლო ცენტრში პროკურორებისთვის ტრეინინგი მიმდინარეობს - ,,არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება." ტრენინგის განმავლობაში პროკურორები გაეცნობიან არასრულწლოვნებთან მუშაობის თავისებურებებს, მათი მოწმისა და ეჭვმიტანილის სტატუსით დაკითხვის სპეციფიკას, პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, რომელიც პროკურორებს დაეხმარება დაიცვან არასრულწლოვანთა ინტერესები გამოძიების მსვლელობისას.
სწავლების დროს პროკურორები ეცნობიან ბავშვის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს და საერთოდ, ადამიანის უფლებებს ქართულ სამართლებრივ კონტექსტში, არასრუწლოვნებთან ეფექტიანი კომუნიკაციის დამყარების გზებს.
ტრეინინგი ინტერაქტიული ხასიათისაა და მისი მონაწილენი აქტიურად არიან ჩართული დისკუსიებში, მონაწილეობენ როლურ თამაშებში, განიხილავენ პრაქტიკულ მაგალითებს, ბოლოს იმართება იმიტირებული სასამართლო პროცესი.
კურსის ბოლოს ტრენინგის მონაწილეები მიიღებენ სერთიფიკატებს. ტრეინინგი რამდენიმე ეტაპად განხორციელდება და 20 მაისს დასრულება. სწავლებას გაივლის 50 პროკურორი საქართველოს ყველა რეგიონიდან.
ტრეინინგი UNIჩEF-ის დახმარებით ხორციელდება და მას ექსპერტი ჰოლტა ზაჩაი უძღვება.