დღეს, 11 მაისს, საზოგადოებრივი მოძრაობის "სოლიდარობა უკანონო პატიმრებს" ლიდერი ეკა ბესელია გლდანის #8 საპყრობილეში მოთავსებულ ზურაბ ალხაზაშვილსა და ლევან გოგიჩაიშვილს მოინახულებს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მოძრაობის პრესსამსახურიდან აცნობეს, ეკა ბესელია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობასაც გაეცნობა.
"ეკა ბესელია, ადვოკატებთან ერთად, აგრძელებს მონიტორინგს და "სოლიდარობა უკანონო პატიმრების" მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ პატიმართა უფლებების დაცვის მიზნით, პატიმართა საქმეებისა და მდგომარეობის გაცნობას განაგრძობს", - ნათქვამია მოძრაობის პრესრელიზში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 10 მაისს, ბესელიამ პატიმრები რამაზ პატარაია და ე.წ. პოლიტპატიმრები: მერაბ რატიშვილი და ვლადიმერ ვახანია მოინახულა.