წუხელ, გორის რაიონის სოფელ ზეღდულეთიდან 60 სული საქონელი გაიტაცეს.
ნახირის მწყემსების განცხადებით, მათ 8 შეიარაღებული პირი დაესხათ თავს.
მწყემსების თქმით, ისინი ერთამაეთში ოსურად და რუსულად საუბრობდნენ, მათ კი ქართულად მიმართავდნენ.
გამტაცებლებმა ერთ-ერთ მწყემსს ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს.
ზეღდულეთის მოსახლეობა საქონლის დაბრუნებასა და საქმის გამოძიებას ითხოვს.