რუსთავი 2-ს იურისტებმა მოსამართლე ურთმელიძის განჩინება ჩაიბარეს. იმის გამო, რომ ტელეკომპანიის ადვოკატებს გასაჩივრების უფლება ჩამოერთვათ, განჩინებას ტელეკომპანია “საქართველოს’ და ძმები ყარამანიშვილების ადვოკატები გაასაჩივრებენ. ამისთვის მათ 5 დღიანი ვადა აქვთ, ხოლო მოსამართლე ურთმელიძემ საჩივრის დაკმაყოფილება-არდაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება 20 დღის განმავლობაში უნდა მიიღოს. იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლე საჩივარს არ დააკმაყოფილებს, განჩინება ზემდგომ ინსტაციას - სააპელაციო სასამართლოს გადაეცემა, სადაც განსახილველად 2 თვიანი ვადაა დაწესებული.