დღეს სასჯელაღსრულების და პრობაციის სასწავლო ცენტრში სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომლების გადამზადება დაიწყო.
ცესკოს სასწავლო ცენტრის წარმომადგენლები ტრენინგებს ჩაუტარებენ სასჯელაღსრულების დაწესებულების იმ თანამშრომლებს, რომლებიც 30 მაისს გასამართი არჩევნებისთვის სასჯელაღსრულების სისტემაში გახსნილ საარჩევნო უბნებს მოემსახურებიან. საარჩევნო უბანი საქართველოს მასშტაბით ყველა იმ დაწესებულებაში გაიხსნება, სადაც მოცემულ მომენტში ხმის მიცემის უფლების მქონე ანუ ბრალდებული თუნდაც ერთი პიროვნება იქნება.