ბათუმში, ყოფილი პროზექტურის ტერიტორიაზე ჩვილის ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, ცხედარი 10-12 წლის ბავშვებმა, დიდი ზომის ქილაში იპოვეს, ქილა გატეხეს და ფოტო გადაუღეს, რომელიც შემდეგ ერთერთმა მშობელმა ნახა.
შემთხვევის ადგილზე, გრიბოედოვის ქუჩაზე, პოლიცია მუშაობას. გავრცელებული ვერსიით, ცხედარი, წლების წინ ლაბორატორიაში ინახებოდა და სადემონსტრაციოდ გამოიყენებოდა.