5 ნოემბერს 13:00 სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ორგანიზებით არასრულწლოვნების N11 სარეაბილიტაციო დაწესებულებაში ამხანაგური საფეხბურთო მატჩი გაიმართება.
ახალგაზრდა მსჯავრდებულებთან ერთად ამხანაგურ მატჩში მონაწილეობას მიიღებენ - სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, მინისტრის მოადგილეები აკაკი ლოდია, შალვა გოგოლაძე, რევაზ ჯაველიძე, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიაშვილი, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის წევრი დავით ლორთქიფანიძე, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი კახა ცხადაძე, ვეტერანი ფეხბურთელები გიორგი ნემსაძე, ლევან ცქიტიშვილი და ზაზა ზამთარაძე.
შეგახსენებთ რომ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ახალგაზრდობის პოლიტიკის მართვის დეპარტამენტი 2013 წლიდან ახორციელებს ,,არასრულწლოვანი და ახალგაზრდა მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის პროგრამას'', რომლის ფარგლებშიც არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში ხორციელდება სხვადასხვა სასწავლო პროგრამები და ღონისძიებები სპორტული მიმართულებით - რაგბის და ფეხბურთის სწავლება, სახელობო პროფესიული კურსები - ხეზე კვეთა, მინანქრის ხელობა, ტრენინგები და სხვა.