თბილისის მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი ჯოკია ბოდოკია სასამართლომ დამნაშავედ სცნო. მოსამართლემ ბოდოკიას 11 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ჯოკია ბოდოკიას ბრალად დიდი ოდენობით ქრთამის აღება ედება. საუბარია 180 ათას ლარზე - აქედან გამოძიების მტკიცებით, ნაწილი ბრალდებულს უკვე აღებული ქონდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დედაქალაქის ზედამხვედველობის სამსახურის აპარატის უფროსი ჯოკია ბოდოკია სამართალდამცავებმა 2015 წლის 13 თებერვალს დააკავეს.
პროკურორის ინფორმაციით, ბოდოკიამ ქრთამი შპს "დარიოუშის" ხელმძღვანელის ნათია მახარაშვილისგან აიღო, რომელმაც გამოძიებასთან ითანამშრომლა.
"დარიოუშს" სასტუმრო თაბუკაშვილის ქ. 32-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე უნდა აეშენებინა, რის მფარველობასაც შპს-ს ხელმძღვანელს ბოდოკია დაჰპირდა.
გამოძიების ვერსიით, მან ერთ-ერთ კომპანიას, გარკვეული შეღავათების უზრუნველყოფის პირობით, 180 ათასი აშშ დოლარი მოსთხოვა, თანხის ნაწილი - 50 ათასი დოლარი კი წინასწარ გამოართვა.