იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი რუსთავი 2-ის საქმეზე გამოტანილ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადასაწყვეტია იქნება თუ არა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სამართლიანი. ლევან მურუსიძე ორივე მხარეს მოუწოდებს პატივი სცენ სასამართლოს გადაწყვეტილებას.
„კითხვები ყველა საქმეზე შეიძლება გაჩნდეს. ეს კითხვები შეიძლება იყოს ლეგიტიმური და შეიძლება ამ კითხვების დასმის უფლება ჰქონდეს საზოგადოებას. მოსამართლე იხილავს საქმეს. მიიღო თუ არა მან კანონიერი გადაწყვეტილება არის ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს გადასაწყვეტი, თუ რაიმე კონკრეტული ფაქტი იქნება მოსამართლის წინააღმდეგ და ეს დადასტურდება, რა თქმა უნდა იქნება კანონის შესაბამისად მიდგომა“, - განაცხადა ლევან მურუსიძემ.