ქინარ ხალვასის ადვოკატი პაატა სალია აცხადებს, რომ შესაძლოა მოსარჩელე მხარემ რუსთავი 2-ის საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივროს. მისი განმარტებით, მოსამართლემ მათი შვიდი მოთხოვნიდან მხოლოდ ორი დააკმაყოფილა.
,, მას შემდეგ, რაც გავეცნობით დასაბუთებულ გადაწყვეტილებას, გადავწყვეტთ, ჩვენც ხომ არ გავასაჩივროთ სააპელაციო სასამართლოში, იმ ნაწილში, რომელიც არ დაკმაყოფილდა. რაც შეეხება პროცედურებს სააპელაციო სასამართლოში, ის გაცილებით შემოკლებულია", - აღნიშნა სალიამ.
მისივე თქმით, წილების ქიბარ ხალვაშსა და მის კომპანია "პანორამაზე" აღრიცხვის გადაწყვეტილება ძალაში მხოლოდ სასამართლოს სამი ინსტანციის გადაწყვეტილების შემდეგ მოხდება.
მოსამართლე თამაზ ურთმელიძის გადაწყვეტილებით, ქიბარ ხილვაშის სარჩელის ერთ-ერთი მოთხოვნა, ტელეკომპანიის წილების დაბრუნების თაობაზე დაკმაყოფილდა. სასამართლომ ქიბარ ხალვაშას წილები 60 %, მის კომპანია "პანორმას" კი 40 % მიეკუთვნა. გადაწყვეტილებას ტელეკომპანიის მზარე სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.