საქმეზე, ქიბარ ხალვაში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წინააღმდეგ გადაწყევტილება ცნობილია. მოსამართლე ურთმელიძის გადაწყვეტილებით, ქიბარ ხალვაშის მოთხოვნა რუსთავი-2-ის წილების დაბრუნებასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდა.
შეგახსენებთ, რომ ქიბარ ხალვაშს სასამართლოში შვიდი სასარჩელო მოთხოვნა ჰქონდა წარდგენილი, აქედან ოთხი საავტორო უფლებებს ეხება. ქიბარ ხალვაში ითხოვდა "რუსთავი 2"-ის ლოგოსა და სამი საერთაშორისო პროექტის ავტორად აღიარებას, ასევე ლოგოსა და გადაცემების უკანონო გამოყენებისთვის ზიანის ანაზღაურებას. ხალვაში ასევე ითხოვდა სადაო ხელშეკრულებების გაუქმებას, ასევე ამ წლების განმავლობაში მიუღებელი შემოსავლების ანაზღაურებს, რომელიც მისი ინფორმაციით, 13 მილიონზე მეტია და იძულებით ჩამორთმეული წილების დაბრუნებას.