თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია "კავკასიაში" მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულ 7 პიროვნებას წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობა პატიმრების თავდებით გათავისუფლებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა.
ისინი დაკავებულები არიან ორ მუხლით - სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით, რაც ჟურნალისტების საქმიანობაში ხელის შეშლას გულისხმობს და ითვალისწინებს ორ წლამდე პატიმრობას. მეორე - 239-ე ხულიგნობის მუხლი, რაც ითვალისწინებს 2-დან 5 წლამდე პატიმრობას.
სულ დაკავებული იყო 8 პირი - ლევან ჩაჩუა, ავთო ზუმბაძე, ლევან ტურაშვილი, დავით შალამბერიძე, გიორგი გაბედავა, რატი მაისურაძე, შოთა აფხაიძე, ზვიად ბლიაძე. აქედან ერთი - ლევან ტურაშვილი გუშინ გაათავისუფლეს.
ამასთან, გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკავებული ზვიად ბლიაძის მამა. გივი ბლიაძე, გუშინ პოლიციის სამმართველოსთან, გულის ინფარქტით გარდაიცვალა.