რესპოდენტის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის ინტერვიუ kommersant.ru-თან
- რა არის ლარის კურსის ვარდნის მიზეზი და რამდენად დასაბუთებულია ბრალდება იმის შესახებ, რომ ამას ხელს სებ-ი უწყობს?
- თუ სქემატურად ვისაუბრებთ, ჩვენი ეკონომიკა ყოველწლიურად მოიხმარს 8,5 მლრდ დოლარის იმპორტს. რომელიც ჩვენ ყოველწლიურად უნდა დავაფინანსოთ. დაფინანსირება 4 სხვადასხვა გზით ხდება. მე დავამრგვალებ ციფრებს - 4 მლრდ დოლარი ეს არის ექსპორტი, ე.ი. ჩვენი სავაჭრო დეფიციტი 4,5 მლრდ დოლარია. მისი დაფინანსება ხდება შემდეგი სახით: 1,6 მლრდ დოლარი - ტურიზმი, 1,4 მლრდ დოლარი - ფულადი გზავნილები მოქალქეებისგან, რომელბიც ქვეყნის გარეთ ცხოვრობენ, ხოლო 1,5 მლრდ დოლარი - ეს პირდაპირი ინვესტიციაა.
ე.ი.ჩვენ ვახერხებთ 1,5 მლრდ დოლარი პირდაპირ ინვესტიციას წელიწადში, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი საგადასახადო ბალანსი დაბალანსებულია და კურსზე არავითარი ზეწოლა არ ხდება.
რა მოხდა მიმდინარე წელს? ექსპორტი დაეცა 25 %-ით, გადარიცხვები 25-30 %-ით, ხოლო შემოსავლებმა ტურიზმიდან და ინვესტიციამ ვერ შეძლო დანაკარგების შევსება. ასეთი რამ ეკონომიკის ისტორიაში ძალიან ხშირად ხდება და მას კლასიკურად საგადასახდო ბალანსის შოკს უწოდებენ. რატომ დაეცა ექსპორტი? გასაგებია, რომ რეგიონალური მდგომარეობიდან გამომდინარე: რუსეთსა და უკრაინაში. ფულადი გზავნილების მოცულობა შემცირდა რუსეთსა და საბერძნეთში (საბერძნეთი საქართველოში ფულადი გზავნილების რაოდენობის მიხედვბით მეორე ქვეყანაა) შექმნილი მდგომარეობის გამო.
რათქმა უნდა ქართული ეკონომიკის მთავარი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ის ძალიან დოლარიზებულია. მსესხებელთა 50 %-ს საქართველოში კრედიტები დოლარში აქვთ, შემოსავალი კი ლარში. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მოსახლეობის ძალიან მნიშვნელოვან ნაწილს კრედიტების მომსახურებისთვის ხარჯები გაეზარდა. ეს რათქმა უნდა ძალიან მგრდძნობიარე სოციალური საკითხია და როგორც ყველგან, მთელს მსოფლიოში, ნებისმიერ ხელისუფლებას ანალოგიურ ვითარებაში სჭირდება განტევების ვაცი. რათქმა უნდა სებ-ი ასეთ დროს იდეალური სამიზნე ხდება.
- ახლა რა ვითარებაა, ლარის ვარდნა გრძელდება?
- ეს პროცესი ძალიან მტკივნეული იყო, მაგრამ დღეს თუ მაკროეკონომიკური პარამეტრებით ვიმსჯელებთ, ჩვენი საგადასახადო ბალანსის შოკი ამოწურულია. კურსმა სტაბილიზაცია განიცადა და ჩვენ დიოლარში 30-35 %-იანი დევალვაცია მივიღეთ. ლარი ბოლო კვირეების განმავლობაში დასტაბილურტდა. კურსი რეალურად ასახავს იმას, რაც ხდება ეკონომიკაში. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უკვე მივაღწიეთ ქვედა ზღვარს.
- თუ შევადარებთ რეგიონის სხვა ვალუტებს, ლარი სხვა ვალუტებთან შედარებით უფრო დაეცა?
- ეს ყველაზე მთავარი საკითხია. თუ ჩვენ გვინდა კურსის სერიოზული ანალიზის გაკეთება, მაშინ უნდა ვუყუროთ არა ნომინალური გაცვლით კურსს, არამედ რეალურ ეფექტურ გაცვლით კურსს. ასეთ შემთხვევაში კურსი იწონება სავაჭრო პარტნიორების ვალუტასთან მიმართებაში. ჩვენი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი, ჩინეთი, რუსეთი, ევროკავშირი. და ჩვენ ვუყურებთ იმას თუ რა ემართება ლირას, რუბლს და ასე შემდეგ. შემდეგ ვაანალიზებთ იმ ნაწილში, რომელიც არის ჩვენ სავაჭრო ბალანსში.
ე.ი. თუ ჩვენი ვაჭრობის 20 %-ი მოდის თურქეთზე, ჩვენ ვადარებთ ლირის 20 %-თან.
- და როგორია დასკვნა?
- დასკვვნა კი ასეთია: რომ ჩვენი რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი (სწორედ ეს მაჩვენებელი და არა ნომინალური კურსი წარმოადგენს ეკონომიკისთვის მტავარ მაჩვენებელს) გვაჩვენებს, რომ ჩვენთან დევალვაცია არ არის. მაგრამ ეს ვერ გამოდგება ნუგეშად მოსახლეობისთვის, რომელსაც მნიშვნელოვნად გაეზარდა ბანკის ვალები.
- რა გამოსავალს ხედავთ ამ კრიზისული ვითარებიდან?
- ამ პრობლემის ფუნდამენტალური გადაწყვეტა ჩვენი შემოსავლების ზრააა. ჩვენ რეალურად უნდა გავზარდოთ შემოსავლების ექსპორტის, ტურიზმის და ინვესტიციის მიმართულებით. მეტ შემოსავალს ვშოულობთ - უკეთ ვცხოვრობთ. თუ ეს მოხდება, ჩვენ პრინციპში შეგვიძლია დავუბრუნდეთ კურსის ადრინდელ მაჩვენებელს.
- ხელისუფლებამ ბრალი დაგდოთ იმაში, რომ თქვენ წინა ხელისუფლების „დასმული“ ხართ და შეგნებულად არ დახარჯეთ რეზერვები, რათა ლარი დავარდნილიყო და ამ ხელისუფლებისთვის ზიანი მიგეყენებინათ.
- ყველაზე პოპულარული და ყველაზე არასწორი მეთოდია მოითხოვო, რომ ცენტრალური ბანკი ჩაერიოს და დახარჯოს საკუთარი რეზერვები. ეს სრულებითაც არ არის ეფექტური. რასაც ადასტურებს არამხოლოდ მრავალწლიანი მსოფლიო ეკონომიკური ისტორია, არამედ ჩვენი მეზობლების მაგალითებიც, თუნდაც იმათი, რომლებიც საქართველოზე უფრო მდიდრები არიან ენერგეგომატარებლების ექსპორტის ხარჯზე, მრავალმილიარდიანი ინტერვენციის მიუხედავად მათაც განიცადეს დევალვაცია. რადგანაც როცა საუბარი მიდის ფუნდამენტურ დისბალანსზე, რეზერვების ხარჯვა დიდი უაზრობაა. ჩვენ არ შეგვეძლო ამის დაშვება და არ გავაკეთერთ ეს. ჩვენი პოლიტიკა იყო სწორი და ამის შესახებ საუბარია სსფ-სა და მსოფლიო ბანკის ყველა მოხსენებაში. ჩვენ თავი შევიკავეთ რეზერვების ხარჯვისგან.
ჩვენ დავხარჯეთ მხოლოდ მცირე ნაწილი ბოლო წლის განმავლობაში, სულ 227 მლნ დოლარი. ქვეყანა ვითარდება და რაც უფრო მეტია ეკონომიკა, მით უფრო მეტია რეზერვი. ამჟამად საქართველოს რეზერვი 2,5 მლრდ დოლარია.
საქართველოს არ ახრჩობს ვალები. ჩვენ არ გვაქვს პრობლემები რეგულაციის მხრიც. კარგი მაჩვენებელი გაქვს ბიზნესკლიმატის, გადასახადების კუთხით და მაღალია ანტიკორუფციული ინდექსი. არის ყველა აუცილებელი პირობა ქვეყნის განვითარებისთვის და ამიტომაც, ნებისმერ შემთხვევაში, წლის ბოლოს ჩვენ გვექნება დაახლოებით 3 %-იანი ეკონომიკური ზრდა. ინფლაცია იქნება 5 %-ის ფარგლებში. მაკროეკონომიკური მაჩვენებლის მიხედვით, ჩვენთან ყველაფერი კარგადაა, მაგრამ ჩვენ ძალიან ბევრი უნდა ვიმუშაოთ და მოვიზიდოთ ინვესტიციები, შევქმნათ სამუშაო ადგილები და გავზარდოთ ეკონომიკის პროდუქტიულობა.
და თუ ჩვენ უახლოესი 10 წლის განმავლობაში შევძლევთ გავიმეოროთ ის წარმატება, რომელიც ბოლო 15 წლის მანძილზე გვქონდა,მივიღებთ წარმატების კლასიკურ ისტორიას, იმის შესახებ თუ როგორ გადაიქცა 20 წლის განმავლობაში ღარიბი ქვეყანა საშუალო ეკონომიკის ქვეყნად.
მაგრამ ეს ყველაფერი შესაძლებელია მხოლოდ იმ პირობებში, თუ შენარჩუნებული იქნება კორუფციის დაბალი დონე, ეკონომიკა იქნება თავისუფალი და გადასახადები დაბალი. მაშინ ცხოვრების ხარისხი თანდათან გაუმჯობესდება.