კანადის პოლიციამ რამდენიმე თვის წინ დაკარგული ქართველი გოგონას - მარიამ მახნიაშვილის მამა ვახტანგ მახნიაშვილი დააკავა.
ინფორმაციას ამის შესახებ კანადური ტელეკომპანია "ჩთV" ავრცელებს.
სამართალდამცველების ინფორმაციით, ვახტანგ მახნიაშვილი თავს საკუთარ მეზობელს დაესხა. გავრცელებული ცნობით, მისი დაკავება დაჭრილის სტუმრებმა მოახერხეს. დაშავებულის ვინაობა ამ დრომდე უცნობია. ის ადგილობრივ საავადმყოფოშია გადაყვანილი.
დაკავებულ ვახტანგ მახნიაშვილს ბრალს რამდენიმე მუხლით წაუყენებენ. აღსანიშნავია, რომ გამოძიება იმ ვერსიაზეც მუშაობს, თუ რამდენად არის დაკავშირებული ვახტანგ მახნიაშვილის ქმედება მისი შვილის მარიამ მახნიაშვილის გაუჩინარებასთან, რომელიც "ფორესთ ჰილიდან" სექტემბერში გაუჩინარდა.
გოგონას დაკარგვის შესახებ პოლიციამ ინფორმაციის მოპოვება ამ დრომდე ვერ მოახერხა.