ამერიკის სეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და პირველმა ლედიმ ჰელოუინის დღესასწაულთან დაკავშირებით თეთრ სახლში ტრადიციული მიღება გამართეს.
ბარაკ და მიშელ ობამებმა ადგილობრივი სკოლის მოსწავლეებსა და სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებს უმასპინძლეს.
პრეზიდენტმა და მისმა მეუღლემ პატარებს ტკბილეული დაურიგეს. წვეულებისთვის თეთრი სახლის ეზო საგანგებოდ იყო გაფორმებული, აკრობატები კი სახალიხო ნომრებს ასრულებდნენ.
ტრადიციულად ბავშვების უმეტესობა სუპერ-გმირების ფორმაში იყო გამოწყობილი. აღსანიშნავია, რომ თეთრი სახლის ეზოში ერთ–ერთი პატარა რომის პაპის სამოსით მივიდა.