მთავარი პროკურორობის ერთ-ერთი კანდიდატი სავარაუდოდ, იქნება მოქმედი პროკურორის პირველი მოადგილე ირაკლი შოთაძე იქნება. ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, საპროკურორო საბჭოს წევრმა ეკა ბესელიამ განაცხადა.
„საპროკურორო საბჭოს კენჭისყრამდე ვერ ვიტყვი ვინ იქნება მთავარი პროკურორი და არც ვიცი. თუმცა ერთ-ერთი კანდიდატი დასახელებულთაგან შესაძლოა იყოს ირაკლი შოთაძე“ - აღნიშნა ბესელიამ.
ბესელიამ მოქმედ მთავარ პროკურორთან დაკავშირებით განაცხადა, რომ სავარაუდოდ, სისტემიდან ერთი კანდიდატი იქნება წარმოდგენილი და ეს კანდიდატი შოთაძე იქნება.
საპროკურორო საბჭო უახლოეს დღეებში შეიკრიბება. მთავარი პროკურორის სამი შერჩეული კანდიდატურიდან საპროკურორო საბჭომ თვის ბოლომდე ერთი კანდიდატურა უნდა შეარჩიოს. ნოემბერში კი იუსტიციის მინისტრი კანდიდატს წარუდგენს პრემიერს, რის შემდეგაც ის პარლამენტში შევა განსახილველად.