სირიაში შეტაკებები გრძელდება. ასადის არმიამ ამბოხებულთა დახმარებით ალეპოს სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინციები გაათავისუფლეს. ისლამურმა სახელმწიფომ კონტროლი 50-მდე დასახლებულ რაიონზე დაკარგა. ისლამისტებმა პოზიციები დათმეს იდლიბში, ლიუდეჰასა და ჰადადინის რაიონებშიც. ამჟამად სახელისუფლო ძალები ისლამისტებისგან ჰარასტისა და ნულას პროვინციებს წმენდენ.