პენტაგონმა შესაძლოა სირიასა და ერაყში სახმელეთო ოპერაციები დაიწყოს. ამის შესახებ ამერიკის თავდაცვის მდივანმა განაცხადა. ეშტონ კარტერის თქმით, შეერთებული შტატები ადგილობრივ შეიარაღებულ ფორმირებებს უფრო აქტიურ მხარდაჭერას გაუწევს, რაც შესაძლოა არამხოლოდ საჰაერო დარტყმების ინტენსიურობის გაზრდით, არამედ ცალკეული სახმელეთო ოპერაციებითაც გამოიხატოს.