უკრაინაში კიდევ ერთი პოპულარული რუსული სერიალის ჩვენება აკრძალეს. ამჯერად კინოს საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ ტელესერიალი “ბრიგადა” დაბლოკა. უწყების განმარტებით, კრიმინალურ ავტორიტეტებზე შექმნილი სერიალი ქვეყანაში რუსული პროპაგანდისა და იდეოლოგიის გავრცელებას უწყობს ხელს, რაც დაუშვებელია. ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკრაინაში 376 რუსული ფილმისა და სერიალის ჩვენება აკრძალეს.