ტაჯიკეთში უცნაური ფორმის ჩაიხანა ააშენეს. ახალ შენობას, რომელიც დუშანბედან 20 კილომეტრის დაშორებით, გისარის დასახლებულ რაიონში აშენდა, ნესვის ფორმა აქვს. შენობის გახსნის ცერემონიალს პრეზიდენტი რახმონიც ესწრებოდა. ტაჯიკეთი პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ერთ-ერთი კრეატიულობით გამორჩული რესპუბლიკაა, სადაც არამხოლოდ უცნაური ფორმის ნაგებობებს აშენებენ, არამედ უცნაურ დღესასწაულებსაც აღნიშნავენ. მაგალითისთვის, რესპუბლიკაში საზამთროს, ნესვის, თაფლისა და გოგრის დღეები აღინიშნება.