ტელეკომპანია "კავკასიაში" მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დაკავებულ რვა ადამიანს, შორის სასულიერო პირები არ არიან. ამის შესახებ დღეს ვაკე-საბურთალოს რაიონის პროკურორმა, კონსტანტინე ცაცუამ განაცხადა.
მისი განმარტებით, ინციდენტში მონაწილე პირები დაკავებული არიან სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე და 239-ე მიხლები შესაბამისად, ხულიგნობისა და ჟურნალისტების საქმიანობაში ხელის შეშლის მუხლებით.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ტელეკომპანია "კავკასიის" პირდაპირი ეთერში მოწვეულმა ცალკეულმა პირებმა მახარდამჭერებთან წინასწარი შეთანხმებით გამიზნულად ჩაშალეს გადაცემა "ბარიერი"~, - განაცხადა ცაცუამ.
მისი თქმით, მათ განზრახული ჰქონდათ ძალადობით, მუქარით და ფიზიკური შეურაცხოფით ხელი შეეშალათ ჯურტნალისტებისთვის მათთვის არასაურველი ინფორმაციის გავრცელებაში, რაც შემდგომ მათი მხრიდან ხულიგნურ ქმედებაში გადაიზარდა.
გამოძიებას მომხდარზე თბილისის პროკურატურა აწარმოებს. დაკავებულია "სახალხო მმართლმადიდებლური მოძრაობის" რვა წევრი.