"თბოელექტროცენტრალის" საამქროს ნანგრევებში მაშველებმა საამქროს მუშის ცხედარი იპოვეს.
ზურაბ ჯანგველაძის ცხედარი თიტქმის ორდღიანი ძბენის შემდეგ, წუხელ იქნა ნაპოვნი. იგი რუსთავის პროზექტურაში გადაასვენეს.
საამქრო რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ტერიტორიაზე მდებარობს, იგი 6 მაისს ჩამოინგრა.
რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მფლობელის "ქართული ფოლადის" მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, "თბოელექტროცენტრალის" საამქრო მათი საკუთრება აღარ იყო და შენობის დემონტაჟს კერძო ფირმა ახორციელებდა.