ქიბარ ხალვაშის ადვოკატის პაატა სალიას განცხადებით, დღევანდელ სასამართლო სხდომაზე გადაწყვეტილების გამოტანა ვერ მოესწრება. მან ჟურნალისტებთან ასევე განაცხადა, რომ ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2“-ის ეთერში უახლოეს მომავალში ჩაერთვება.
კითხვაზე, შეთავაზების მიუხედავად, რატომ არ ერთვება „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში ხალვაში, ადვოკატი პასუხობს, რომ უახლოეს მომავალში აუცილებლად ჩაერთვება.
„ვერ გეტყვით. მე მასთან კონკრეტულად ამ საკითხზე საუბარი არ მქონია. დავაზუსტებ, თუმცა მგონია, რომ უახლოეს მომავალში აუცილებლად ჩაერთვება“, - განაცხადა პაატა სალიამ.