დღეს, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინსიტროში მინისტრის მოადგილის გიორგი მაკასარაშვილის პრესკონფერენცია გაიმართა. საინფორმაციო ბრიფინგი პრობაციის ეროვნულ სააგენტოში მიმდინარე რეფორმებს ეხებოდა.
გიორგი მაკასარაშვილმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მასშტაბით პრობაციის ბიუროების და ოფისების გახსნაზე. მისი თქმით, პრობაციის ახალი ბიუროებისა და ოფისების ამოქმედების შედეგად, გარდა იმისა, რომ პრობაციონერებს გაუმარტივდათ მომსახურების პირობები, პრობაციის ოფიცრებს მათთან ინდივიდუალურად მუშაობის საშუალება მიეცათ, რაც თითოეული პრობაციონერის პირობითი მსჯავრის პერიოდს უფრო მიზანმიმართულად და ეფექტურად წარმართავს.
პრობაციის კუთხით, გარდა ზემოთ აღნიშნულისა, სამინისტრო უმნიშვნელოვანეს საკითხებად მიიჩნევს პრობაციონერთა სარეაბილიტაციო პროგრამების გაფართოებას და პრობაციონერთა დასაქმების ხელშეწყობას, რაც შემდგომ კანონის დარღვევის პრევენციას ემსახურება.