ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ფალსიფიცირებული საკვები პროდუქტების დამზადება-რეალიზაციის ფაქტზე შ.პ.ს. "ჩემპიონი პირველის" დირექტორი დააკავეს. ნუგზარ კანდელაკს ბრალად პროდუქტის ჰიგიენური ნორმების გარეშეEდამზადება ედება. იგი მოთუშული ხორცის კონსერვს ამზადებდა.
მიკრობიოლოგიური მაჩვენებლების მიხედვით, ექსპერტიზის დასკვნით, ეს პროდუქცია შეიცავდა ადამიანის სიცოცხლისათვის საშიშ ნივთიერებებს.
პროდუქციის რეალიზება ხდებოდა როგორც თბილისში, ისე რეგიონებში.
ამ ეტაპისათვის მოთუშული ხორცის კონსერვები ამოღებულია სავაჭრო ქსელიდან და იგი სრულად განადგურებულია.
კანდელაკი დაკავებულია და მან აღიარებითი ჩვენება გამოძიებას უკვე მისცა. მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის 197-ე მუხლით, რომელიც 5 დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.