აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელმა რობერტ მიულერმა საქართველოში შეხვედრები დაასრულა. იგი პირისპირ უკვე ესაუბრა შს მინისტრს ვანო მერაბიშვილს. მიულერი იუსტიციის მინისტრს ზურაბ ადეიშვილსაც შეხვდა.
რობერტ მიულერი საქართველოდან უკვე გაემგზავრა. საქართველოს შს სამინისტროში გავრცელებული ინფორმაციით, მიულერის ვიზიტისას საუბარი შეეხო ამერიკასა და საქართველოს შორს უწყებებს შორის თანამშრომლობის საკითხებს. ვიზიტის სხვა დეტალებზე ინფორმაცია ჯერ ჯერობით არ ხმაურდება.
ექსპერტი დევიდ სმიტი აცხადებს, რომ ფედერალური ბიურო აუცილებლად დაეხმარება საქართველოს ე.წ. შავი ხვრელების გაქრობაში, კონკრეტულად კი საქმე ეხება უკანონო იარაღის გადატანას საქართველოს გავლით მესამე ქვეყნებში.
"მიულერი ყველა ქვეყანაში არ ჩადის. მისი საქართველოში ვიზიტი კი იმას ნიშნავს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია შეერთებული შტატებისათვის ეს ქვეყანა. აშშ-სა და საქართველოს ძალოვანი უწყებები დიდი ხანია მჭიდროდ თანამშრომლობენ. არსებობს ძალიან სერიოზული საკითხები საკითხები ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. შავ ხვრელებთან დაკავშირებით. ორივე რეგიონში ყველაფრის კეთება დაშვებულია. ეს არის იარაღის, გამდიდრებული ურანის კონტრაბანდა. იქ არ მოქმედებს კანონი. სავარაუდოდ სწორედ ამ საკითხებზე გამახვილდა ყურადღება", _ განაცხადა სმიტმა.